Reuters - რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნ
ვაჟა სირაძე - 18-19 ოქტომბრის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული წესით 14 პირია დაკავებული
არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა - როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
ლევან ჯობავა - ჩაგვრა არავის შერჩება
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ახალი ერა დაიწყო
ნიკოლა სარკოზის სამარტოო საკანში მოათავსებენ
General Staff reports 202 clashes with Russian troops over past day

ვაჟა სირაძე - 18-19 ოქტომბრის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული წესით 14 პირია დაკავებული

21.10.2025 ნახვები: 261

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის, 14 პირია დაკავებული. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის,- ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 3 დღის განმავლობაში გამოვლენილია კანონდარღვევის 53 ფაქტი, საიდანაც 42 პირია სამართალდამრღვევი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის, 14 პირია დაკავებული. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის.

ასევე, მოქალაქეები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად კეტავენ გზის სავალ ნაწილს და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას, ასევე დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვთ სახე, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 3 დღის განმავლობაში, გამოვლინდა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთა ნაწილიც უკვე დაკავებულია, ნაწილის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წამოება და უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა“,- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა