მიხეილ სააკაშვილი - გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი
ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა
კაია კალასი - ვიზებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც ნოემბერში შევა ძალაში, საშუალებას მოგვცემს, ზოგიერთი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გავაუქმოთ
მიხეილ სააკაშვილი - ამ ხალხთან საერთო სამშობლო საერთოდ რანაირად გვაქვს - მართლა ბედი არ გინდა!
თამარ ჩერგოლეიშვილი - გახარიას პარტია აღარ არსებობს, მისი ნარჩენები თავს რას შეაფარებენ, უმნიშვნელოა
ანა წითლიძე - პარტიების აკრძალვა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეაფერხებს
ანა წითლიძე- „ტემუდან“ გამოწერილმა ჩინურმა „ქოცებმა“ მიიღეს გადაწყვეტილება რეჟიმს პირი მობანონ

მიხეილ სააკაშვილი - გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი

20.10.2025 ნახვები: 261

გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გარდა რუსული წარმომავლობისა, გახარიას „ქოცებთან“ აერთიანებს ერთი მთავარი თვისება - „უტიფრობა და პათოლოგიური მატყუარობა“.

სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილი ფიქრობს კიდევ რამდენიმე წლის მოგებას, რისი საშუალება არ უნდა მიეცეს.

„სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი?

მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! - გახარია რუსეთში კარიერის საკეთებლად წავიდა, მაშინ, როცა რუსეთის და საქართველოს ურთიერთობა იყო ძალიან ცუდი. 2008 წლის შემდეგ პერიოდზე მოდის მისი რუსული კარიერის პიკი.

მერე რატომ არავინ დაფიქრდა თუ, როგორ აღმოჩნდა ის ივანიშვილთან წამყვან თანამდებობებზე, რატომ თხრიდა ის ქართველებს თვალებს რუსი გავრილოვის დასაცავად?

რატომ არავინ არ დასვა კითხვა თუ რატომ არ დაიჭირა ის ივანიშვილმა და რატომ გაუშვა წყნარად გერმანიაში. რატომ არავის არ გაახსენდა, რომ ივანიშვილი მუდმივად გვპირდებოდა - სწორი ოპოზიციის შექმნას, დაახლოებით როგორც თავის დროზე თურქმენბაშმა ოფიციალურად დანიშნა "ოპოზიცია".

გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი. რატომ არ სვავთ კითხვას, კი მაგრამ ხომ შეუწყვიტეს გახარიას "პარლამენტის" წევრებს უფლებამოსილება ოფიციალურად და ახლა როგორღა შედიან უკანონო პარლამენტში თუ ეს ივანიშვილთან წინასწარ შეთანხმება არ იყო.

ძნელია არ დაინახო, რომ გარდა რუსული წარმომავლობისა, გახარიას ქოცებთან აერთიანებს ერთი მთავარი თვისება - უტიფრობა და პათოლოგიური მატყუარობა.

ახლა იდეალურ სიტუაციაში ვართ, ვინაიდან ყველაფერი გაცხადდა და ვინც კიდევ აგრძელებს თავის გასულელებას, იმას აწი აღარაფერი ეშველება.

სინამდვილე ისაა რომ მოსკოვში გადაწყვიტეს, რომ ივანიშვილმა მათი პირობები და გახარიას უბრძანეს პარლამენტში შესვლა. ამ სუბიექტზე ყოველთვის ძალიან მყარი აზრის ვიყავი და როგორც ყველა სხვა საკითხზე, ეს აზრი ახლაც არ შემიცვლია.

რისთვის სჭირდებათ ივანიშვილს და მის პატრონებს გახარია პარლამენტში?

მას შემდეგ რაც ივანიშვილი ნამდვილ პოლიტიკურ პროცესს მისი ჭკუით მოკლავს რეპრესიებით და პარტიების აკრძალვით, მას მაინც დაჭირდება პოლიტიკური პროცესის იმიტაცია, რათა საზოგადოების უკმაყოფილების რაღაც ნაწილი გაახმოვანოს გახარიას ლოიალურმა ოპოზიციამ და ამით ყურადღება გადაიტანონ ყველაზე მწვავე პრობლემებიდან. ამით ივანიშვილი ფიქრობს კიდევ რამდენიმე წლის მოგებას. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ!”, - წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა