„ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
ამასთან, ცოტა ხნის წინ თავად ქეთა ციცქიშვილმა დაწერა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე და აღნიშნა, რომ სამართალდამცავები მასთანაც მივიდნენ.
„ჩემამდეც მოვიდნენ! მომაკითხეს „მილიციელებმა“. ჰგონიათ ან მე შემეშინდება, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, ან ჩემს რომელიმე მეგობარს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. რუსებო!“ - დაწერა ქეთა ციცქიშვილმა სოციალურ ქსელში.