ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს
Ukraine’s air defense forces down 38 out of 60 Russian drones overnight
War update: 168 combat engagements on front lines over past 24 hours
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის
Russia loses 890 more soldiers in Ukraine war over past 24 hours
Rubio, not Witkoff, to lead US delegation preparing Trump-Putin meeting – media
Vance on Tomahawks for Ukraine: Trump heard this request and is still deciding
Most of Russia's territory faces fuel shortages – military expert

ელინა ვალტონენი - საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს

20.10.2025 ნახვები: 201

საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს, რაც ძალიან ძლიერ სიგნალს გვიგზავნის ყველა ჩვენგანს, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არსებული ვითარება ძალიან შემაშფოთებელია.

„სამხრეთ კავკასიიდან ახლახან დავბრუნდი და სამწუხაროდ, რაც საქართველოში ვნახე, ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. რიგითი ადამიანების წინააღმდეგ ქუჩებში რეპრესიები არის ის, რაც მიუღებელია. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს, რაც ძალიან ძლიერ სიგნალს გვიგზავნის ყველა ჩვენგანს. ცხადია, ეს არ არის ევროპული გზა, მაგრამ ეს არც ის გზაა, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია. ასე რომ, ამ კუთხითაც სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ“, - აღნიშნა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა