Explosions in Russia: Substation on fire, airport operations suspended
War update: 184 combat engagements along frontline over past day
Russia’s combat losses in Ukraine up by 1,080 personnel over past day
Pro-Russian agitator exposed in Mykolaiv region
Russian agent to face trial for plotting bomb attack on military center in Lviv
Ukrainian delegation, Rubio discuss steps to end war and build European security
UK to help Ukraine's defense industry enter Western markets after war – Healey
Ukraine needs to raise $60B for defense next year – Shmyhal

ირაკლი კობახიძე - ჯარიმა საკმარისად ეფექტური ზომა არ არის და გადავდივართ სხვა ზომაზე

16.10.2025 ნახვები: 181

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჯარიმა საკმარისად ეფექტური ზომა არ არის და თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, ჩვენ გადავდივართ სხვა ზომაზე - ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელსაც განმეორების, რეციდივის შემთხვევაში მოჰყვება უკვე სისხლის სამართლებრივი ზომა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს იქნება უფრო ეფექტური, ვიდრე ჯარიმები და ეს ცვლილებები თავსებადია როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე სტრასბურგის პრაქტიკასთან.

„ჯარიმები აღმოჩნდა, რომ იყო არასაკმარისად ეფექტური, რადგან არიან ადამიანები, რომელთაგან ერთ-ერთმა მაგალითად სიამაყით თქვა, რომ უკვე 250 ათასი ლარის ჯარიმა აქვს გამოწერილი, მაგრამ მაინც დადის აქციაზე.

ბევრი უსაქმურია, არ მუშაობს და არც ჯარიმების ამოღების რესურსი არ არსებობს. ასეთი ადამიანები მიდიან და კეტავენ გზას. ამიტომ ეს მაგალითები აჩვენებს იმას, რომ საკმარისად ეფექტური არ არის ჯარიმები და რაც საკმარისად ეფექტური არ არის, ის უნდა შეიცვალოს უფრო ეფექტური საშუალებით. ეს სამართლებრივი ლოგიკაა და ამას გვეუბნება ჩვენ თანაზომიერების, პროპორციულობის პრინციპიც. ჯერ უნდა სცადო იმ ზომის გამოყენება, რომელიც, ფიქრობ, რომ უფრო რბილი და ეფექტურია. თუ ეს ზომა გიჩვენებს, რომ საკმარისად ეფექტური არ არის, შეიძლება, გადახვიდე განსხვავებულ ზომაზე. ამ შემთხვევაში პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჯარიმა საკმარისად ეფექტური ზომა არ არის და თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, ჩვენ გადავდივართ სხვა ზომაზე - ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელსაც განმეორების, რეციდივის შემთხვევაში მოჰყვება უკვე სისხლის სამართლებრივი ზომა და ვფიქრობთ, ეს იქნება უფრო ეფექტური, ვიდრე ჯარიმები. საერთაშორისო სტანდარტებთანაც, სტრასბურგის პრაქტიკასთანაც, ყველაფერთან თავსებადია. ყველაფერი შესწავლილი გვაქვს. სტრასბურგის პრაქტიკა, საერთაშორისო სტანდარტები, თეორია, პრაქტიკა, ყველაფერთან არის თავსებადი. ვინმე თუ მიჩვენებს მე ერთ დედაქალაქს მსოფლიო მასშტაბით, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც 50 კაცს, გნებავთ 150 და 300 კაცს შეუძლია ყოველდღიურად გადაკეტოს დედაქალაქის ცენტრალური გამზირი, მაშინ ხელებს ავწევ, მაგრამ ასეთი რაღაც უბრალოდ საგიჟეთია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა