Explosions in Russia: Substation on fire, airport operations suspended
War update: 184 combat engagements along frontline over past day
Russia’s combat losses in Ukraine up by 1,080 personnel over past day
Pro-Russian agitator exposed in Mykolaiv region
Russian agent to face trial for plotting bomb attack on military center in Lviv
Ukrainian delegation, Rubio discuss steps to end war and build European security
UK to help Ukraine's defense industry enter Western markets after war – Healey
Ukraine needs to raise $60B for defense next year – Shmyhal

ირაკლი კობახიძე - როდესაც პარტია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, რა თქმა უნდა, მათ შეეხება შესაბამისი სარჩელი

16.10.2025 ნახვები: 206

სიას დავაკონკრეტებთ მოგვიანებით. მით უმეტეს, რომ ახლაც მიმდინარეობს მუშაობა სარჩელზე. ზუსტი სია გახდება ცნობილი რამდენიმე დღეში, როდესაც სარჩელი შევა უკვე ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებულ სარჩელზე საუბრისას.

კობახიძის თქმით, " შეიძლება იყოს 10-მდე პარტია, მცირე პარტიების ჩათვლით".

"პრინციპი არის შემდეგი – პირველი, როდესაც პარტია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, რა თქმა უნდა, მათ შეეხება შესაბამისი სარჩელი. მარტივად რომ ვთქვათ, პირდაპირ, ვინ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არიან დღეს კონკრეტული პარტიების ხელმძღვანელები, ეს არის „ნაცმოძრაობა“, იგივე „ახალი“, არის რამდენიმე სხვა მცირე პარტია. მეორე კრიტერიუმი არის რა, რომ ვინც ამ სისხლიან პარტიასთან, ძალასთან ერთად ჩართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში წლების მანძილზე განგრძობითად, რა თქმა უნდა, მათაც შეეხება ეს სარჩელი. ზუსტი სია ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში, შეიძლება იყოს 10-მდე პარტია, ვნახოთ, მცირე პარტიების ჩათვლით“, – განაცხადა პრემიერმა კობახიძემ "პირველ არხთან".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა