თამარ ჩერგოლეიშვილი გამოკითხვის შემდეგ - ვერ გეტყვით რა კითხვები იყო, გაუთქმელობაზე ხელი მომაწერინეს, მოწმედ რომ არ გამოვადექი, ეს ზუსტად ვიცი, კარგი სანახაობა იყო
მიხეილ სააკაშვილი - როგორც „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზატორი, ვაცხადებ, რომ არ გამოვა ზუსტად კოპირება - ბევრი რამე მოხდება სპონტანურად, თუმცა ამ სპონტანურობასაც მომზადება სჭირდება
თამარ ჩერგოლეიშვილი - დარწმუნებული ვარ, ბაჩო ახალაია ჩართული იყო 4 ოქტომბრის მოვლენებში
Russians strike Naftogaz gas facilities three times this week, hit thermal power plant overnight
Repeated strike: General Staff confirms hit on oil terminal in Feodosia
General Staff reports 182 combat engagements on frontline in past 24 hours, heaviest fighting in Pokrovsk sector
Ukrainian special forces strike behind enemy lines, destroy Russian unit and seize intel
Ukrainian delegation meets with representatives of U.S. defense giants

ელინა ვალტონენი - ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

15.10.2025 ნახვები: 212

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

„დღეს ვნახე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შესანიშნავი მუშაობა ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ადგილობრივი თემების საკეთილდღეოდ. ეუთო და ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი კრისტოფ სპეტი მისიასთან ერთად მუშაობენ ამ მნიშვნელოვანი ძალისხმევის მხარდასაჭერად“, - წერს ელინა ვალტონენი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი განცხადებით, ფინეთი, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ფინეთი, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, როგორც ეს გათვალისწინებულია ჰელსინკის პრინციპებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუბრუნდეს კონფლიქტამდე პოზიციებს“, - წერს ელინა ვალტონენი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა