თბილისში პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რათა შეშფოთება გააჟღერონ ქვეყნის რეპრესიულ მიმართულებაზე, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მისვლის შემდეგ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა X-ზე დაწერა.
“საქართველოში, თბილისში პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რათა თავისი შეშფოთება გააჟღერონ თავიანთი ქვეყნის რეპრესიულ მიმართულებაზე. მათ დემოკრატიის, გამოხატვის და საბაზისო ადამიანის უფლებების სრული უფლება გააჩნიათ. აქ მათ მხარდასაჭერად ვართ" , - განაცხადა ვალტონენმა.
გოჩა მირცხულავა: როგორ შეიძლება დავით აღმაშენებლის საქართველო იყოს ბიძინა ივანიშვილის შპს?! ან და პა
გოჩა მირცხულავა: წულუკიანის კომისია ბუნებაში არ არსებობს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ღალატის კომისია