„დღეს ისტორიული დღეა. მძევლები გათავისუფლდნენ: ეს განსაკუთრებული შედეგია, საერთაშორისო დიპლომატიის მონდომებისა და ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სამშვიდობო გეგმის პირველი ნაწილის განხორციელების ნაყოფი. ახლა ახალი ეტაპი იწყება: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმტკიცება და შეთანხმების სრული შესრულება მშვიდობისა და მდგრადი სტაბილურობის მომავლის ასაშენებლად. იტალია კვლავაც რწმენით გააგრძელებს ამ გზის მხარდაჭერას, იმის გაცნობიერებით, რომ მშვიდობა ფაქტებით შენდება და არა სიტყვებით“, – წერს იტალიის პრემიერ-მინისტრი.
„ჰამასის“ ტყვეობაში სულ 20 მძევალი იყო. მძევლები „ჰამასმა“ ორ ეტაპად გაათავისუფლა. პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ შვიდი მძევალი გაათავისუფლა და ისინი უკვე ისრაელში იმყოფებიან. გათავისუფლებულ მძევლებს წინასწარი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ რეიმის საველე ჰოსპიტალში, სადაც ისინი ოჯახის წევრებს შეხვდებიან. ამასთან, დარჩენილი 13 მძევალი „ჰამასმა“ „წითელ ჯვარს“ გადასცა და უახლოეს საათებში გათავისუფლდებიან.
პატიმრების გასათავისუფლებლად ემზადება ისრაელის მხარეც, რომელმაც „ჰამასს“უნდა გადასცეს 250 პალესტინელი პატიმარი და 1 700 ღაზელი, მათ შორის 22 ბავშვია.
გოჩა მირცხულავა: როგორ შეიძლება დავით აღმაშენებლის საქართველო იყოს ბიძინა ივანიშვილის შპს?! ან და პა
გოჩა მირცხულავა: წულუკიანის კომისია ბუნებაში არ არსებობს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ღალატის კომისია