დონალდ ტრამპი - ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის, ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრული და ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული გარიჟრაჟია
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ისრაელელი მძევლების დაბრუნება შვების მომენტია მთელი მსოფლიოსთვის
EU foreign policy chief arrives in Kyiv
Air defense neutralizes 69 out of 82 Russian drones overnight
Ukrainian border guards destroy Russian drone launch sites, bunkers
President Trump sets condition for sending Tomahawks to Ukraine
ჯორჯია მელონი - ისტორიული დღეა, მძევლები გათავისუფლდნენ
პაპუაშვილი EU-ს ლიდერებს "ექსტრემიზმის მხარდამჭერებად" აცხადებს

ისრაელში საქართველოს საელჩო - საელჩოს თითოეული თანამშრომელი უერთდება მძევლების ოჯახის წევრებისა და სრულიად ისრაელის სახელმწიფოს სიხარულს

13.10.2025 ნახვები: 205

ისრაელში საქართველოს საელჩოს თითოეული თანამშრომელი უერთდება მძევლების ოჯახის წევრებისა და სრულიად ისრაელის სახელმწიფოს სიხარულს, – ამის შესახებ აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

„მძევლების დაბრუნება სინათლის სხივია და იმედით გვავსებს. გვინდა, მათ ვუსურვოთ, სწრაფად აღიდგინონ ძალები და წარმატებით გააგრძელონ ცხოვრება. სიხარულთან ერთად, არ ნელდება მწუხარება გარდაცვლილების გამო“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

„ჰამასის“ ტყვეობაში სულ 20 მძევალი იყო. მძევლები „ჰამასმა“ ორ ეტაპად გაათავისუფლა. პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ შვიდი მძევალი გაათავისუფლა და ისინი უკვე ისრაელში იმყოფებიან. გათავისუფლებულ მძევლებს წინასწარი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ რეიმის საველე ჰოსპიტალში, სადაც ისინი ოჯახის წევრებს შეხვდებიან. ამასთან, დარჩენილი 13 მძევალი „ჰამასმა“ „წითელ ჯვარს“ გადასცა და უახლოეს საათებში გათავისუფლდებიან.

პატიმრების გასათავისუფლებლად ემზადება ისრაელის მხარეც, რომელმაც „ჰამასს“უნდა გადასცეს 250 პალესტინელი პატიმარი და 1 700 ღაზელი, მათ შორის 22 ბავშვია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა