სალომე სამადაშვილი - ელენე ხოშტარიას დაკავება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა, რომ რეპრესიული რუსული რეჟიმი გვმართავს
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე
შსს ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩვენი გზავნილია, შეწყვიტონ ელჩზე თავდასხმა იმის გამო, რომ ის თავის სამუშაოს ასრულებს
თინა ბოკუჩავა ელენე ხოშტარიას დაკავებაზე - ყველას დაერია ბიძინა ივანიშვილი
სალომე სამადაშვილი - ივანიშვილის ხელისუფლებისადმი რუსეთის დავალებაა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ჩვენი ყველა დასავლური სტრატეგიული კავშირების ჩამოშლა
თენგო თევზაძე - ელენე ხოშტარიას ნაბიჯი იყო სისტემის ჩამოშლისკენ გადადგმული ნაბიჯი

თენგო თევზაძე - ელენე ხოშტარიას ნაბიჯი იყო სისტემის ჩამოშლისკენ გადადგმული ნაბიჯი

15.09.2025 ნახვები: 209

ელენე ხოშტარიას ნაბიჯი იყო მხოლოდ სოლიდარობის, არ თანამშრომლობის, არ გარიგების და სისტემის ჩამოშლისკენ გადადგმული ნაბიჯი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, თენგო თევზაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს დააკისრა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს.

„ერთი რამ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ და ამ კრიმინალურმა ბანდამ უნდა იცოდეს, არის შემდეგი - ისინი აუცილებლად დამარცხდებიან. ელენე ხოშტარია და სხვა პოლიტიკოსები, ვინც ახლა ციხეში არიან, არ თანამშრომლობენ რეჟიმთან, სოლიდარულები არიან ყველა პოლიტპატიმრის მიმართ, რომლებიც მანამდე დააკავეს. ელენე ხოშტარიას ნაბიჯი იყო მხოლოდ სოლიდარობის, არ თანამშრომლობის, არ გარიგების და სისტემის ჩამოშლისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ამ სისტემას, ამ რეჟიმს აუცილებლად ჩამოვშლით. „ქართულმა ოცნებამ“ ერთი რამ უნდა იცოდეს, აუცილებლად ყველა პოლიტპატიმარი უნდა გაათავისუფლოს, სხვა შემთხვევაში, მათ აუცილებლად მოუწევთ იძულებით მათი გათავისუფლება, ვინაიდან ყველ ეს პოლიტპატიმარი არის უკანონოდ დაკავებული და ამ დაკავებაზე არის პასუხისმგებელი ერთადერთი კაცი - ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც საქართველოს გარუსება უნდა მისი რუსი წარმომადგენლებით, როგორიცაა კალაძე და სხვები. თავისუფლება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, ბრძოლა ჩვენს გამარჯვებამდე იქნება“,-განაცხადა თევზაძემ.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა ხოშტარია მის სახლთან აიყვანეს.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა