ლევან ხაბეიშვილი - ნუ მიაქცევთ ყურადღებას გამოგონილ ოპოზიციონერებს და ნურც გაბღენძილ “ლიდერებზე” იდარდებთ
გიგა ბოკერია - ელენე ხოშტარიას დაკავება არალეგიტიმური, ანტიკონსტიტუციური რეჟიმის მხრიდან ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი უტიფარი მაგალითია
სალომე სამადაშვილი - ელენე ხოშტარიას დაკავება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა, რომ რეპრესიული რუსული რეჟიმი გვმართავს
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე
შსს ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩვენი გზავნილია, შეწყვიტონ ელჩზე თავდასხმა იმის გამო, რომ ის თავის სამუშაოს ასრულებს
თინა ბოკუჩავა ელენე ხოშტარიას დაკავებაზე - ყველას დაერია ბიძინა ივანიშვილი

სალომე სამადაშვილი - ელენე ხოშტარიას დაკავება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა, რომ რეპრესიული რუსული რეჟიმი გვმართავს

15.09.2025 ნახვები: 207

ელენე ხოშტარიას დაკავება დღეს, არის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება, რომ ჩვენ გვმართავს რეპრესიული რუსული რეჟიმი, - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნების რეჟიმს“ ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ქვეყანა მართოს.

„კალაძის ბანერი ამ რეჟიმისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იმიტომ, რომ დაუსჯელი რჩებიან კალაძის შტაბის მოძალადეები, რომლებიც ხალხს დაერივნენ სულ რამდენიმე დღის წინ. კალაძის ფიზიონომიის ამსახველი პლაკატის დაზიანებისთვის უკვე მეორე ადამიანი დააპატიმრეს, ამჯერად პოლიტიკოსი. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ამ რეჟიმს ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ქვეყანა მართოს. ისინი არიან შეშინებულები, დამფრთხალები და ყველანაირი წინააღმდეგობა, ეს იქნება საარჩევნო პროცესში, ქუჩაში თუ სხვაგან, არის წარმოუდგენლად დამაზიანებელი. ეს ნიშანი უნდა იყოს ყველასთვის, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით დავუპირისპირდეთ ამ კორუმპირებულ რეჟიმს და პირველ რიგში არ დავუშვათ კორუმპირებული კახი კალაძე გახდეს თბილისის მერი მესამე ვადით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა