თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე
შსს ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩვენი გზავნილია, შეწყვიტონ ელჩზე თავდასხმა იმის გამო, რომ ის თავის სამუშაოს ასრულებს
თინა ბოკუჩავა ელენე ხოშტარიას დაკავებაზე - ყველას დაერია ბიძინა ივანიშვილი
სალომე სამადაშვილი - ივანიშვილის ხელისუფლებისადმი რუსეთის დავალებაა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ჩვენი ყველა დასავლური სტრატეგიული კავშირების ჩამოშლა
თენგო თევზაძე - ელენე ხოშტარიას ნაბიჯი იყო სისტემის ჩამოშლისკენ გადადგმული ნაბიჯი
ელენე ხოშტარია დააკავეს

ელენე ხოშტარია დააკავეს

15.09.2025 ნახვები: 218

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა ხოშტარია მის სახლთან აიყვანეს.

დაკავების მიზეზი სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ბანერის დაზიანებაა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა.

კერძოდ, გამოძიება, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ზუსტად არ ვიცით, სად გადაიყვანეს ელენე ხოშტარია. დაკავების დროს არ განუმარტავთ, თუ რაზე აკავებდნენ. უთხრეს, „წამობრძანდით განყოფილებაშიო“, რაზეც ელენეს პასუხი იყო მარტივი, რომ პრობლემა არ აქვს და მიდის განყოფილებაში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილების“ წევრმა, შუშანა მაცაბერიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი განმარტებით, დაკავებამდე ელენე ხოშტარია ჰოლანდიის ელჩს შეხვდა, შეხვედრიდან წამოსვლის შემდეგ, საცხოვრებელ სახლთან კი სამართალდამცველები დახვდნენ.

„სახლის სადარბაზოში, როგორც კი შევედით, გამოგვეკიდა სუს-ის ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი,ზუსტად არ ვიცი, რადგანაც საიდენტიფიკაციოდ თან არაფერი ჰქონდათ. ლიფტთან გაგვაჩერეს, შემდეგ გადასცეს, რომ აქ არის და მოვედით, ამის შემდეგ უკვე მოვიდა ჯგუფი, რომელმაც განყოფილებაში გადაიყვანა. ზუსტად არ ვიცით, სად გადაიყვანეს ელენე ხოშტარია და ახლა ვარკვევთ. დაკავების დროს არ განუმარტავთ, თუ რაზე აკავებდნენ. უთხრეს, „წამობრძანდით განყოფილებაშიო“, რაზეც პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ პრობლემა არ აქვს და მიდის განყოფილებაში.

მანამდე ჰოლანდიის ელჩთან იყო შეხვედრა, იქ სუსი-ის რამდენიმე მანქანა დავინახეთ, მაგრამ იქ ვერ გაბედეს მოსვლა და შემდეგ, როდესაც სახლში დავბრუნდით, სახლთან დაგხვდა ჩასაფრებული სუს-ი ან კრიმინალური პოლიცია“, - განაცხადა შუშანა მაცაბერიძემ.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა