რადოსლავ სიკორსკი - უკრაინელები დასავლეთს ასწავლიან, როგორ დაუპირისპირდეს რუსეთს
Russian army loses 910 soldiers and one MLRS in war against Ukraine
Yermak says proposals to hand over frozen Russian assets in exchange for ceasefire are pointless
Pope acknowledges Vatican mediation to end Russian war unrealistic
Only toughest countermeasures work against liar like Putin, Sikorski says
War update: 173 combat engagements on front lines, fiercest fighting in Pokrovsk, Lyman, and Novopavlivka sectors
Paratroopers strike Russian Solntsepyok near Pokrovsk using drones
Ukraine expands range of domestically produced weapons – President

დონალდ ტრამპი - ევროპა ნავთობს რუსეთიდან ყიდულობს, სანქციები, რომლებსაც ისინი აწესებენ, საკმარისად მკაცრი არ არის

15.09.2025 ნახვები: 217

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით ევროპელებს რუსეთის მიმართ საკმარისად მკაცრი პოზიცია არ აქვთ და რომ ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის შემდგომი სანქციები დამოკიდებულია იმაზე, გაამკაცრებს თუ არა ევროპა საკუთარ შეზღუდვებს და შეწყვეტს თუ არა რუსული ენერგორესურსების შეძენას.

კითხვაზე, დაუწესებს თუ არა ნატო რუსეთს სანქციებს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ალიანსი და ევროპა „თავის საქმეს არ ასრულებენ“.

„ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი ნავთობს რუსეთიდან ყიდულობენ. ამიტომ, არ შეიძლება ველოდოთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთადერთები, ვინც, სრული დატვირთვით მუშაობს. ევროპა ნავთობს რუსეთიდან ყიდულობს. მე არ მინდა, რომ მათ ნავთობი იყიდონ. სანქციები, რომლებსაც ისინი აწესებენ, საკმარისად მკაცრი არ არის. მზად ვარ სანქციების დასაწესებლად, მაგრამ მათ მოუწევთ თავიანთი სანქციების გამკაცრება იმის შესაბამისად, რასაც მე ვაკეთებ. განვმარტავ, რომ წინ ვერ წახვალ, სანამ ისინი არ წავლენ წინ. კარგი, მე მზად ვარ წინ წასასვლელად, მაგრამ მათ ეს უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, რომ ისინი ამას გააკეთებენ, მაგრამ ახლა საუბრობენ და არ მოქმედებენ. ისინი ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ. ჩვენ არ ვყიდულობთ ნავთობს რუსეთისგან. ისინი დიდი რაოდენობით ნავთობს ყიდულობენ რუსეთისგან“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა