თათია ნიკოლაშვილი - ლევან ხაბეიშვილის ერთადერთი სათქმელი ხალხისთვის არის, რომ თავგანწირვა, რომელიც გვაჩვენა, უნდა მივიყვანოთ ბოლომდე - გამარჯვება ერთად უნდა ვიზეიმოთ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე
Russian army shells Sumy region 104 times, houses and infrastructure damaged
Ukraine marks Day of Tank Forces
Ukrainian Navy strikes communications hub of Russian Black Sea Fleet in Crimea
War update: 184 clashes on frontline over past day, heavy fighting ongoing in three sectors
Kirishi oil refinery in Russia’s Leningrad region targeted by Ukrainian drones
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 880 over past day
U.S. lawmakers push to tie Russia sanctions to government funding bill

სალომე სამადაშვილი - რეჟიმი სასწრაფოდ უნდა დასრულდეს, ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს შიდა გარჩევები, არაფერს შეცვლის, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება

14.09.2025 ნახვები: 215

ჯუანშერ ბურჭულაძის დაპატიმრებიდან საქართველოს მოქალაქემ ერთადერთი დასკვნა უნდა გამოიტანოს, დღეს ჩვენ ქვეყანას მართავს უკიდურესად კორუმპირებული რეჟიმი, რომელიც 14 წელია ძარცვავს ქართველ ხალხს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც თავდაცვის ყოფილ მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

სამადაშვილის თქმით, კორუფციის კუთხით არაფერი შეიცვლება ქვეყანაში, სანამ ივანიშვილის რეჟიმი მართავს ქვეყანას.

„ჯუანშერ ბურჭულაძის დაპატიმრებიდან საქართველოს მოქალაქემ ერთადერთი დასკვნა უნდა გამოიტანოს, დღეს ჩვენ ქვეყანას მართავს უკიდურესად კორუმპირებული რეჟიმი, რომელიც 14 წელია ძარცვავს ქართველ ხალხს, კორუფციის ხარჯზე მდიდრდებიან, როდესაც ქართველი ხალხი ღატაკდება. სხვადასხვა „კლანი“ ერთმანეთს დაერევა იმისთვის, რომ ამოიღონ ხალხისგან მოპარული ფული და ბიძინა ივანიშვილის ქვეშევრდომებმა ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიდონ ხალხის ჯიბიდან მოპარული ფული.

რაც შეეხება კორუფციას, არაფერი შეიცვლება ქვეყანაში, სანამ ივანიშვილის რეჟიმი მართავს ჩვენს ქვეყანას, ეს კორუფცია ნიშნავს გაზრდილ სიღარიბეს საქართველოს მოქალაქისთვის. ეს რეჟიმი სასწრაფოდ უნდა დასრულდეს, ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს შიდა გარჩევები, არაფერს შეცვლის, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა