ვოლოდიმირ ზელენსკი - სლოვაკეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინას მხარს უჭერს
დონალდ ტრამპი - როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუთმეთ - დაე, ხანგრძლივი და წარმატებული მომავალი ჰქონდეთ
ბადრი ჯაფარიძე - არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია
ბადრი ჯაფარიძე - ყველა პოლიტიკური ტუსაღი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!
მამუკა ხაზარაძე - ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს
მამუკა ხაზარაძე - გამოგვიშვეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება
ბადრი ჯაფარიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა
მამუკა ხაზარაძემ საპატიმრო დატოვა

მამუკა ხაზარაძე - ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს

05.09.2025 ნახვები: 227

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დაადასტურა, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანება ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა პარტიის ლიდერების ციხეში იყვნენ.

„ლელო-ძლიერ საქართველოს“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს. პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე აურზაური, დაპირისპირება შემოიტანოს. იმის მიუხედავად, რომ ბრძოლის ტაქტიკა სხვადასხვა გვაქვს, მიზანი გვაქვს ერთი - ეს მიზანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, მიზანია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება.

ამ მიზნისთვის“ძლიერ საქართველოს“ არც ერთი წუთით არ უღალატია და ამ ბძოლას გააგრძელებს. რაც შეეხება დანარჩენს, ჩვენს ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მივიღებთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა