ვოლოდიმირ ზელენსკი - სლოვაკეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინას მხარს უჭერს
დონალდ ტრამპი - როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუთმეთ - დაე, ხანგრძლივი და წარმატებული მომავალი ჰქონდეთ
ბადრი ჯაფარიძე - არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია
ბადრი ჯაფარიძე - ყველა პოლიტიკური ტუსაღი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!
მამუკა ხაზარაძე - ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს
მამუკა ხაზარაძე - გამოგვიშვეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება
ბადრი ჯაფარიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა
მამუკა ხაზარაძემ საპატიმრო დატოვა

მამუკა ხაზარაძემ საპატიმრო დატოვა

05.09.2025 ნახვები: 210

„ლელო- ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

ციხესთან მას ოჯახის წევრები და პარტიის წარმომადგენლები დახვდნენ.

მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ყაველაშვილი აცხადებს, „მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება“.

ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს პარტიის ოფისში დააკავეს. მათი დაკავება მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით მოხდა, რომელმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ორივე ლიდერი დამნაშავედ ცნო.

მათ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი და ამავე დროს, აკრძალული თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა