თამარ ჩერგოლეიშვილი ლელოს ლიდერების შეწყალებაზე: ამ ჟესტით ბიძინა ივანიშვილმა თავისი თავი გაყიდა
ევროპა ქართველი ერის არჩევანია! არც ერთ ხელისუფლებას ერზე და მის საუკუნოვან მისწრაფებებზე არ გაუმარჯვია!
ლევან ხაბეიშვილი - ქვეყანა საჭიროებს რევოლუციურ ცვლილებებს - ვერთიანდებით, 4 ოქტომბერს გარდაუვალია ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა
ვითომ შეწყალება თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ამბავი იყო, მოიფიქრეს, რომ ვითომ გაგვაბანძონ - ალეკო ელისაშვილი
ელენე ხოშტარია - მინდა, მივმართო მამუკას და ბადრის, მიიღეთ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, გამოდით რუსული სპეცოპერაციიდან
აისრულე სურვილები ახალი სასწავლო წლისთვის- მოემზადე სკოლისთვის და უნივერსიტეტისთვის ერთგული საკრედიტო ბარათით
პეტრე ცისკარიშვილი - მივესალმები ნებისმიერი პოლიტპატიმრის თავისუფლებას - მამუკაც და ბადრიც იყვნენ პოლიტპატიმრები
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა

ელენე ხოშტარია - მინდა, მივმართო მამუკას და ბადრის, მიიღეთ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, გამოდით რუსული სპეცოპერაციიდან

05.09.2025 ნახვები: 225

მინდა, მივმართო მამუკას და ბადრის – მიიღეთ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება „ლელოსთვის“, მთლიანად ოპოზიციისთვის.

„არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩაიფიქრა „ქართულმა ოცნებამ“, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ პასუხობს ამას ოპოზიცია. მინდა, მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის, მივმართო სწორედ გათავისუფლების დღეს – მიიღეთ ერთადერთი სწორი, ქვეყნისთვის და არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის, ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, გამოდით და დაუბრუნდით საერთო, პრინციპულ ართანამშრომლობის, არშეგუების, არდამორჩილების წინააღმდეგობის ბრძოლას. ეს იქნება ამ ბრძოლის გაძლიერება, ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება „ლელოსთვის“, მთლიანად ოპოზიციისთვის, ყველა აქტივისტისთვის და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის. სულმოუთქმელად ველოდები ამ სწორ გადაწყვეტილებას „ლელოსგან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა