კიტ კელოგი - რუსეთის აღმაშფოთებელი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლისკენაც აშშ-ის პრეზიდენტი მიისწრაფვის
თამარ ჩერგოლეიშვილი - გაუგებარია, ბოკუჩავას მუქარა რას ემსახურება
თინა ბოკუჩავა რვა პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართავს, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ
ევრობასკეტის პირველ მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი 83:69 დაამარცხა
აშშ-ის საელჩო ელჩის მოვალეობის შემსრულებელსა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ლევან ხაბეიშვილი - ხელისუფლება ჩამოშლილია, რღვევა გრძელდება
მარტა კოსი - კრემლი უარს ამბობს მშვიდობაზე და ირჩევს ტერორს
კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 48 ადამიანი

კიტ კელოგი - რუსეთის აღმაშფოთებელი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლისკენაც აშშ-ის პრეზიდენტი მიისწრაფვის

28.08.2025 ნახვები: 220

რუსეთის აღმაშფოთებელი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლისკენაც აშშ-ის პრეზიდენტი მიისწრაფვის. ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

კელოგის თქმით, კიევზე განხორციელებული იერიშის სამიზნე იყო არა ჯარისკაცები ან იარაღი, არამედ უკრაინის დედაქალაქის საცხოვრებელი უბნები.

„გუშინ ღამით რუსეთმა ომის განმავლობაში მეორე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა 600 დრონით და 31 რაკეტით. სამიზნეები? არა ჯარისკაცები და იარაღი, არამედ კიევის საცხოვრებელი უბნები – დაიბომბა სამოქალაქო მატარებლები, ევროკავშირისა და ბრიტანეთის მისიის საბჭოს ოფისები და უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს აღმაშფოთებელი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლისკენაც აშშ-ის პრეზიდენტი მიისწრაფვის“, – წერს კიტ კელოგი.

ამ დროის მონაცემებით, კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა