რუსეთის სასტიკი თავდასხმა არის ნათელი ნიშანი, რომ რუსეთი უარს ამბობს მშვიდობაზე და ირჩევს ტერორს. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
კოსის თქმით, სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც ამ აგრესიის შედეგად დაზარალდა.
„ევროკავშირის დელეგაციის შენობა კიევში დაზიანდა სამოქალაქო რაიონებზე რუსეთის დღევანდელი დარტყმების შედეგად. მე მკაცრად ვგმობ ამ სასტიკ თავდასხმას, რაც არის ნათელი ნიშანი, რომ რუსეთი უარს ამბობს მშვიდობაზე და ირჩევს ტერორს. ჩვენი სრული სოლიდარობა ევროკავშირის თანამშრომლებს, მათ ოჯახებს და ყველა უკრაინელს, ვინც ამ აგრესიის შედეგად დაზარალდა“, – წერს მარტა კოსი.
ცნობისთვის, რომ უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებულ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა.