აშშ-ის საელჩო ელჩის მოვალეობის შემსრულებელსა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ლევან ხაბეიშვილი - ხელისუფლება ჩამოშლილია, რღვევა გრძელდება
მარტა კოსი - კრემლი უარს ამბობს მშვიდობაზე და ირჩევს ტერორს
კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 48 ადამიანი
Russian massive attack: in Kyiv, victim toll climbs to 45, with eight fatalities
Russia’s attack on Kyiv claims eight lives, Zelensky says
War update: 139 combat engagements on frontline over past day, intense fighting in three sectors
Over 30 injured, four killed in combined Russian attack on Kyiv

ლევან ხაბეიშვილი - ხელისუფლება ჩამოშლილია, რღვევა გრძელდება

28.08.2025 ნახვები: 219

დიტო სამხარაძის პოსტი ადასტურებს, რომ ხელისუფლება ჩამოშლილია, რღვევა გრძელდება, აღარ აქვთ ძალოვნების იმედი და თუ კიდევ ერთხელ ხალხზე ხელს აღმართავენ, მიიღებენ ქართველი ხალხის მრისხანებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი არ არის ის, ვისაც დიტო სამხარაძე მარტივად დაემუქრება.

„დიტო სამხარაძის მესიჯი ადასტურებს, რომ ჩამოშლილები არიან, რღვევა გრძელდება, არ აქვთ ძალოვნების იმედი, გდდ-ს იმედი და აბსოლუტურად ნორმალურია, რომ არ აქვთ. ასი ათასობით ჩვენი მოქალაქის სურვილს ისინი წინ ვერ აღუდგებიან. დიტო რაღაცას აორგანიზებს, რომ “ტენდერშიკებმა” ჩაიცვით ახლა ნიღბები და დავცხოთ რა - დაახლოებით ასეთი შინაარსის პოსტი იყო. ეს არის შეშინებული, მხდალი გუნდის წარმომადგენლის „ფეისბუქ პოსტი“, სადაც ამბობენ, რომ აქვთ ძალოვნების იმედი, ჩამოშლილები არიან, რღვევა აქვთ და მოუწოდებს “ტენდერშიკებს”. ვინც ფული იშოვა, საკრებულოს თავმჯდომარეები არიან, მაღალი ხელფასი აქვთ, ჩვენ დავიცვათ ჩვენი ფულიო, რადგან არ აქვთ ძალოვნების იმედი, რომ კიდევ ერთხელ ქართველ ხალხს გაეკიდებიან, რადგან იციან, რომ თუ ისინი ამას გააკეთებენ, მიიღებენ ხალხის მრისხანებას, შესაბამისად, დიტო სამხარაძესაც უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ კონსტიტუციის ფარგლებში ვაპირებთ ყველაფრის გაკეთებას და თუ ისინი ქართველ ხალხზე კიდევ ერთხელ ხელს აღმართავენ, ვნახოთ, ვის, რა დამუქრების შესაძლებლობა ექნება. ქართველი ხალხი არ არის ის, ვისაც დიტო სამხარაძე მარტივად დაემუქრება,” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა