"დღეს ბავშვების ხელშია ოპოზიცია" - კობახიძე ირაკლი კუპრაძეზე
ირაკლი კუპრაძე და ნიკა ჩერქეზიშვილი მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და მარჩენალდაკარგულ დედებს შეხვდნენ
გიორგი ტერიშვილის ადვოკატი მოსამართლეს - როცა აქ არაადეკვატურ საქმეზე მსჯელობთ, სადღაც სხედან პოლიციელები, რომლებიც აზიანებდნენ მოქალაქეებს
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
War update: 175 combat clashes on front lines in past 24 hours, 50 in Pokrovsk sector
Zelensky after overnight attack: Until diplomacy works, Moscow must face more sanctions
აქციებზე დაკავებული 11 პირის საქმის პროკურორი - კადრებში ჩანან პირები, რომლებიც ახორციელებენ ერთსა და იმავე მოქმედებას პოლიციელების მიმართ, მათი მოქმედებები ქმნის ჯგუფურ დანაშაულს
გრიგოლ გეგელია - გადის აგვისტო და ვხედავთ, რომ არც ევროკავშირისგან მიღებული „დედლაინი“ არ შესრულებულა

გიორგი ტერიშვილის ადვოკატი მოსამართლეს - როცა აქ არაადეკვატურ საქმეზე მსჯელობთ, სადღაც სხედან პოლიციელები, რომლებიც აზიანებდნენ მოქალაქეებს

20.08.2025 ნახვები: 230

თქვენ გადაწყვეტილებას ელოდებიან უდანაშაულო ადამიანები. როცა აქ არაადეკვატურ საქმეზე მსჯელობთ, სადღაც სხედან ის პოლიციელები, რომლებიც აზიანებდნენ მოქალაქეებს და თქვენს მეგობრებსაც კი. თუ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებით თუ უნდა გაამტყუნოთ ეს ადამიანები, ეს ნიშნავს იმ ძალადობის გამართლებას, რაც ქუჩაში ხდებოდა 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით - გთხოვთ მიიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება - გამამართლებელი გადაწყვეტილება!,- აღნიშნულით ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მიმართა.

ირაკლი ჩომახაშვილი საპროტესტო აქციაზე დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთს, გიორგი ტერიშვილს იცავს, რომელსაც ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას ედავებიან.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე გაამახვილა ყურადღება. ამავე სიტყვაში ადვოკატმა „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ნაწილში“ მაგალითად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები მოიყვანა და ამ მხრივ განმარტებები გააკეთა.

„ტერიშვილმა ჩაიდინა თუ არა ორგანიზებული დანაშაული - სიტყვა “ორგანიზებული” არ უნდა გამოგვრჩეს, რადგან ბრალდების მხარემ გამოიყენა წინადადება “ჯგუფური მოქმედება”… რის დამტკიცებასაც ამდენი ხანი ცდილობდა ბრალდების მხარე, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას არ სჭირდება ორგანიზება, უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებებით ასე არ არის და პალატა განმარტავს, რომ ჯგუფური დანაშაული აუცილებლად უნდა იყოს ორგანიზებული.

თუ არ დადასტურდა მონაწილე პირთა მიერ ერთმანეთთან ნაცნობობა კავშირი, სასამართლომ უნდა მიიღოს გამამართლებელი განაჩენი და ესეც მითითებული აქვს უზენაეს სასამართლოს. თუ პირები მოქმედებდნენ სპონტანურად, ჯგუფურად, სასამართლო პრაქტიკა გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულს.

ბრალდების მხარე ამბობს, რომ ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი და ვეფხია კასრაძე აორგანიზებდნენ და ხელმძღვანელობდნენ ყველა შესაძლო ძალადობრივ ქმედებას. გიორგი ტერიშვილი ისროდა ნივთებს სამართალდამცველების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცველებს და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. თუ ვერ დადასტურდა ეს გარემოებები სასამართლომ უნდა მიიღოს გამამართლებელი განაჩენი.

ასევე, თუ ვერ დადასტურდება დანაშაულის ორგანიზატორი, ვერ დადასტურდება ბრალდებულთა ბრალეულობაც. რეალურად კი, ორგანიზატორი საქმეში გამოკვეთილი არ არის“,- განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

მისივე თქმით, საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფს გიორგი ტერიშვილს ბრალში მითითებული აქვს, რომ მონაწილეობდა ორგანიზებულ დანაშაულში, რომ ის იცნობდა დანაშაულის ორგანიზატორებს: ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილს და ვეფხია კასრაძეს. სინამდვილეში კი, ადვოკატის მტკიცებით, ბრალში მითითებულ არცერთ პირს არ იცნობს გიორგი ტერიშვილი, ასევე არ იცნობს მასთან ერთად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ სხვა პირებს.

„მოწმის მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის ჩვენება არის მნიშვნელოვანი. ადვოკატის კითხვაზე, რომ ჰქონდა თუ არა გიორგი ტერიშვილს სხვა ბრალდებულებთან კონტაქტი, მთავარმა გამომძიებელმა ასე განმარტა - „ამ ეტაპზე, დადგენილი არ არის“ არსენ ხუნაშვილმა ასევე განმარტა, რომ ტერიშვილის სოციალური ქსელი არ დათვალიერებულა შესაბამისად არ იცის, კონტაქტობდა თუ არა ის რომელიმე ბრალდებულთან.

გიორგი ტერიშვილს ედავებიან, რომ აქტიურად მონაწილეობდა ძალადობრივ ქმედებაში, რომ ორჯერ ისვრის მოგრძო მასიურ ნივთს პოლიციის მიმართ. ორწუთიანი ვიდეო ჩანაწერში კი, ეს არ დასტურდება, მეტიც,ვიდეოში არ ჩანს არცერთი ბრალდებული პირი… პოლიციის თანამშრომელი ისვრიან საგნებს ტერიშვილის და აქციის მონაწილეების მიმართ…. გიორგი ტერიშვილი აქციაზე საკუთარი პოზიციის გამოსახატად იმყოფებოდა. მისი აქციაზე მისვლა უნდა ჩაითვალოს არა ორგანიზებულად, არამედ სპონტანურად! ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ტერიშვილის ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას, კერძოდ, სხვა დაკავებულებთან ნაცნობობას და კონტაქტს… თუ ტერიშვილი მართლა ისროდა საგანს, ეს საგანი არ არის ამოღებული და არც სროლის ტრაექტორიაა დადგენილი… როდის, რომელ საათზე განახორციელა ტერიშვილმა ძალადობრივი ქმედება, ბრალდების მხარემ ესეც ვერ წარმოადგინა. რამდენად ყალბია საქმე, გარდა დაკავებულებისა, ამას ორი რამე აჩვენებს: პირველი არის პატაკი, როგორც საბჭოთა კავშირში ჩამოწერდნენ მოღალატეების სიას და მეორე არის - მიდგომა, როგორ ცდილობს ბრალდების მხარე, რომ აშკარად გააყალბოს მტკიცებულებები.

საქმეში მუხლის გადაკვალიფიცირების შესაძლებლობაც კი არ გაქვთ. თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ეს გააკეთოთ, ეს არ უნდა გააკეთოთ.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის პოლიტიკურად [მოტივირებული] სისხლის სამართლებრივი დევნა იმისთვის, რომ ბრალდებულებმა საკუთარი სუვერენიტეტი დაიცვეს რუსული გავლენისგან. ეს დადასტურდა ე.წ. გავრილოვის ღამის საქმიდან, ამ საქმიდან, როცა არცერთი პოლიციელი დაკავებული არა არის. გადაახვიეთ და ნახეთ, როგორი სისასტიკით ეპყრობოდნენ “პოლიციელები” ადამიანებს, ისინი არიან ამორალური ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებენ გარეთ ყოფნას და იმსახურებენ ციხეში ყოფნას.

თქვენ გადაწყვეტილებას ელოდებიან უდანაშაულო ადამიანები. როცა აქ არაადეკვატურ საქმეზე მსჯელობთ, სადღაც სხედან ის პოლიციელები, რომლებიც აზიანებდნენ მოქალაქეებს და თქვენს მეგობრებსაც კი. თუ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებით თუ უნდა გაამტყუნოთ ეს ადამიანები, ეს ნიშნავს იმ ძალადობის გამართლებას, რაც ქუჩაში ხდებოდა 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით.

ტერიშვილს ჰყავს ხანში შესული დედა, ეს ყველაფერი უნდა მიიღოთ მხედველობაში. გთხოვთ მიიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს იქნება გადაწყვეტილება არც მუხლის გადაკვალიფიცირებით, არც სასჯელის მოკლება, არამედ ეს იქნება გამამართლებელი გადაწყვეტილება”,- განაცხადა ჩომახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას

, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა