Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 890 over past day
Von der Leyen thanks Trump for raising issue of Ukrainian children abducted by Russia
Macron: Europeans must take their fair share in providing security guarantees for Ukraine
Ukraine expects to receive written security guarantees soon – president
Trump says he has begun arrangements for Zelensky-Putin meeting
Meeting of Ukrainian, Russian, US leaders should take place without preconditions – Zelensky
Ukraine launches online platform for arms manufacturers — Shmyhal
Ukrainian intelligence publishes data on 42 vessels in Russia's shadow fleet, looters of Ukrainian resources

მარკო რუბიო - რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობები ორივე მხრიდანაა საჭირო

19.08.2025 ნახვები: 217

ვფიქრობ, ეს ყველაფერი დიდი მომენტი იყო, ნამდვილად უპრეცედენტო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თეთრ სახლში ორგანიზებული შეხვედრის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ყველამ ერთი და იგივე თქვა, ანუ სამწლიანი ერთგვარი ჩიხის შემდეგ, როდესაც არ ხდებოდა მოლაპარაკებები და არ იცვლებოდა გარემოებები, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც, როგორც ჩანს, გარკვეული მოძრაობაა“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის შესაქმნელად აშშ როგორც ევროპელ მოკავშირეებთან, ასევე არაევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობს.

„ეს ისეთი რამ იქნება, რაც სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უნდა არსებობდეს, რათა უკრაინამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. მიუხედავად იმისა, რომ რიგი ქვეყნები მზად არიან უკრაინისთვის უსაფრთხოების ასეთი გარანტიები უზრუნველყონ, როგორც უკრაინელებმა გვითხრეს, ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების გარანტია, რაც მათ შეუძლიათ თავიანთი მომავლისთვის დაასახელონ, არის ძლიერი არმიის ყოლა“, - აღნიშნა რუბიომ.

ამასთან, მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რუსეთსაც და უკრაინასაც ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობებზე წასვლა მოუწევთ.

„ეს ადვილი არ არის და შესაძლოა სამართლიანიც კი არ იყოს, მაგრამ ეს არის ის, რაც ომის დასასრულებლად არის საჭირო“, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, როგორი იქნება ეს საზღვრები, პუტინმა და ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტონ და ამერიკის როლი ორ მხარეს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფაა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა