„საქსტატი“ - იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 3 845.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
გოჩა მირცხულავა: ჩვენ ვნახავთ ივანიშვილს ნერონზე უარეს დღეში!
Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 890 over past day
Von der Leyen thanks Trump for raising issue of Ukrainian children abducted by Russia
Macron: Europeans must take their fair share in providing security guarantees for Ukraine
Ukraine expects to receive written security guarantees soon – president
Trump says he has begun arrangements for Zelensky-Putin meeting

ემანუელ მაკრონი - მდგრადი მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების მინიჭება

19.08.2025 ნახვები: 215

ჩვენთვის ნათელია, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ მყარი და მდგრადი მშვიდობა არ დამყარდება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება მყარი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.

„ვაშინგტონში, პრეზიდენტ ზელენსკისთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ პრეზიდენტ ტრამპს ჩვენი გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ ძალისხმევის გაერთიანება მყარი და მდგრადი მშვიდობისთვის - ისეთი მშვიდობისთვის, რომელიც დაიცავს უკრაინის ინტერესებს და ევროპის უსაფრთხოებას. ასეთი მშვიდობა აუცილებლად მოითხოვს უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების მინიჭებას, რასთან დაკავშირებითაც, ჩვენ გადავწყვიტეთ, ძალიან კონკრეტული პირობებით ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან. ჩვენთვის ასევე ნათელია, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ეს მშვიდობა არ დამყარდება“, - წერს მაკრონი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა