Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 890 over past day
Von der Leyen thanks Trump for raising issue of Ukrainian children abducted by Russia
Macron: Europeans must take their fair share in providing security guarantees for Ukraine
Ukraine expects to receive written security guarantees soon – president
Trump says he has begun arrangements for Zelensky-Putin meeting
Meeting of Ukrainian, Russian, US leaders should take place without preconditions – Zelensky
Ukraine launches online platform for arms manufacturers — Shmyhal
Ukrainian intelligence publishes data on 42 vessels in Russia's shadow fleet, looters of Ukrainian resources

ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ იმ ქვეყნებს შორის იქნება, რომლებიც გარანტიებს უზრუნველყოფენ

19.08.2025 ნახვები: 218

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა ოვალურ კაბინეტში გაშლილ რუკაზე, რომელზეც რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებია გამოსახული.

„მე ავხსენი რუკაზე მოცემული პროცენტული მაჩვენებელო, რადგან ეს პროცენტი ძალიან კარგად ვიცი“, - აღნიშნა მან.

თუმცა, ზელენსკის თქმით, ორმა ლიდერმა ამ საკითხზე „თბილი და შინაარსიანი საუბარი“ გამართა.

მისი თქმით, მას ჰქონდა შესაძლებლობა, ტრამპისთვის ეჩვენებინა ბრძოლის ველის რუკები და აეხსნა, ვინ რას აკონტროლებს.

მან ასევე მადლობა გადაუხადა დამსწრე ევროპელ ლიდერებს და თქვა, რომ მოკავშირეები ერთ აზრზე იყვნენ.

„ჩვენმა გუნდმა ბევრი რამ გააკეთა“, - დასძინა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განხილულ რამდენიმე თემა დაასახელა.

მათ შორის იყო „უსაფრთხოების გარანტიების“ „ძირითადი საკითხი“, რომელიც მისი თქმით, ომის დასრულების აუცილებელი „საწყისი წერტილი“ იქნებოდა.

მისი თქმით, აშშ იმ ქვეყნებს შორის იქნება, რომლებიც გარანტიებს უზრუნველყოფენ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა პუტინთან შეხვედრაზე „ნებისმიერი ფორმატისთვის“.

ამის შესახებ ზელენსკიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ იცის შემოთავაზებული ორმხრივი შეხვედრის დეტალები.

ასევე, ზელენსკიმ აღნიშმა, რომ არ სურს შეხვედრაზე პირობების დაწესება, რადგან პუტინი საკუთარ პირობებს დაიცავს.

„მე მჯერა, რომ უპირობოდ უნდა შევხვდეთ და ვიფიქროთ ომის დასრულებისკენ მიმავალი ამ გზის შემდგომ განვითარებაზე“, - თქვა მან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა