დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმდება
ფრიდრიხ მერცი - ყველას გვსურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
Zelensky to Trump: We want to stop the war and are ready for a trilateral meeting
Trump says Russia-Ukraine war must end
Zelensky thanks Trump for efforts to end war
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია
მამუკა ხაზარაძე - მე, ბადრი და სხვა ლიდერები, შესაძლოა, ჯერჯერობით, ციხეში ვართ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ქართველი ხალხის გამოყვანა ციხიდან, რომელშიც 13 წელია არიან
დონალდ ტრამპი უკრაინაში ამერიკული ჯარების განთავსების შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე - შვიდ შესანიშნავ ლიდერს ვხვდებით და ამასაც განვიხილავთ

ირაკლი კუპრაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი შარაშიძე, ვიცე-მერობის კანდიდატებად კი ალეკო ელისაშვილი და ტატა ხვედელიანი დაასახელა

18.08.2025 ნახვები: 204

“ლელო - ძლიერ საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენაზე, თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად “გახარია საქართველოსთვის” წევრი გიორგი შარაშიძე, ხოლო თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატებად “ლელო - ძლიერი საქართველოს” წევრი ალეკო ელისაშვილი და “გახარია საქართველოსთვის” წევრი ტატა ხვედელიანი წარადგინა.

კუპრაძის თქმით, თითოეული გამარჯვების, თითოეული მშენებლობისა და სიკეთის შენების შესაძლებლობა მხოლოდ გუნდურად არსებობს.

“ჩვენ ვემზადებით იმ ბრძოლისთვის, სადაც, არ მოვერიდები ამ სიტყვას - უნდა გამოგლიჯოთ თბილისი, უნდა გამოვგლიჯოთ თბილისი უსამართლობასა და უკანონობას, ჩვენ უნდა გამოვგლიჯოთ თბილისი რუსულ ურდოს, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეს ქალაქი იყოს ნარკოტიკების გარეშე, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეს ქალაქი იყოს მშიერი ბავშვების გარეშე, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეს ქალაქი იყოს სავსე ღირსეული შრომით, ღირსეული ანაზღაურებით, ღირსებით სავსე პენსიონერებით, რომლებსაც აქვთ ამის შესაძლებლობა. ამ ბრძოლაში ჩვენ გთავაზობთ სწორედ ამ გუნდს, ჩავჭიდოთ ხელი და გაჩვენებთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. გაუმარჯოს ძლიერ, ევროპულ და ძალადობისგან თავისუფალ თბილისს”, - განაცხადა კუპრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა