დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმდება
ფრიდრიხ მერცი - ყველას გვსურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
Zelensky to Trump: We want to stop the war and are ready for a trilateral meeting
Trump says Russia-Ukraine war must end
Zelensky thanks Trump for efforts to end war
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია
მამუკა ხაზარაძე - მე, ბადრი და სხვა ლიდერები, შესაძლოა, ჯერჯერობით, ციხეში ვართ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ქართველი ხალხის გამოყვანა ციხიდან, რომელშიც 13 წელია არიან
დონალდ ტრამპი უკრაინაში ამერიკული ჯარების განთავსების შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე - შვიდ შესანიშნავ ლიდერს ვხვდებით და ამასაც განვიხილავთ

ირაკლი კუპრაძე - თბილისი, როგორც ევროპული ქალაქი, არ იმსახურებს რუს მერს, თბილისი იმსახურებს კოალიციურ მმართველობას

18.08.2025 ნახვები: 210

თბილისი, როგორც ევროპული ქალაქი, არ იმსახურებს რუს მერს. თბილისელები არიან მნიშვნელოვანი თბილისში და არა კახი კალაძე და თავისი ბანდა, რომელიც არასდროს არაფერს არავის არ ეკითხება, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ბრძოლა არის ჩვენი საქმე და როგორი ბრძოლის გამართვა შეგვიძლია, ამას გაჩვენებთ ჩვენ, მათ შორის, 4 ოქტომბერს, - ამის შესახებ ლელო - ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კუპრაძის თქმით, “ლელო - ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” ორი მნიშვნელოვანი საყრდენი - ბრძოლისა და დემოკრატიის საყრდენი გააერთიანა, რომლითაც „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას გამართავს“.

“გულწრფელად გეტყვით, რთული პასუხისმგებლობაა, რომელიც ორმა, ჩემი აზრით, მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად დამაკისრა. ეს იყო ისტორიული შეთანხმება, როდესაც ამ ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკური ველი მიმართული იყო დაყოფისკენ, ჩვენ, ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა და, მათ შორის, ჩვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შეძლეს და შევძელით ის, რომ გავაერთიანეთ ორი მნიშვნელოვანი საყრდენი ამ ქვეყანაში - ბრძოლისა და დემოკრატიის საყრდენი, რომელიც იძლევა გარანტიას თქვენთვის, რომ ჩვენ გავმართავთ უკომპრომისო ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

მე მინდა, პირველ რიგში, მივესალმო რეჟიმის ტყვეებს, ადამიანებს, რომლებმაც შეძლეს უმნიშვნელოვანესი, შეძლეს ღირსების დაცვა საქართველოს მოსახლეობისთვის. მივესალმები რეჟიმის ტყვეებს, პოლიტიკურ ლიდერებს, პოლიტიკურ პატიმრებს, ჩემს მეგობარს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც ჩემთვის მუდმივი და განუყრელი მრჩეველია ხოლმე, მათ შორის, საპატიმროდანაც კი. ვახერხებთ კომუნიკაციას.

მინდა, მივესალმო ჩემს თანამებრძოლებსა და მეგობრებს, ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილს და გამორჩეულ ქალებს, რომლებმაც ქალობისა და ქალის ღირსება და ბრძოლის უნარი აჩვენეს ჩვენს საზოგადოებას - მზია ამაღლობელსა და ნინო დათაშვილს. საპატიმროში გაუმარჯოს რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მათ იმიტომ, რომ მათი თავისუფლების გარეშე ეს საზოგადოება და ეს სახელმწიფო ვერ იქნება სრულყოფილი და ღირსეული.

ჩვენ წლების განმავლობაში ვიბრძვით ამ ქვეყანაში ადამიანისთვის, ადამიანის უფლებებისთვის. მე პარტიულ ბრძოლაში მოვედი სამოქალაქო აქტივიზმიდან და ამ სამოქალაქო აქტივიზმმა მახეტიალა თბილისის ბევრ უბანში., მათ შორის, გარეუბნებში, მახეტიალა ყველგან, სადაც კი ადამიანებს უჭირდათ და რაღაც დროს ხვდები, რომ თუ გინდა რეალური ცვლილებების მოტანა, უნდა აიღო ეს პასუხისმგებლობა, უნდა თქვა, რომ შენ ეს შეგიძლია და მე მინდა, თქვენთან ერთად ვთქვა, ჩვენ ეს შეგიძლია! ჩვენ შეგვიძლია, დავიბრუნოთ თბილისი, ჩვენ შეგვიძლია, დავიბრუნოთ სოფლები, დაბები და ადამიანები, რომლებიც გარიყული ჰყავს “ქართულ ოცნებასა” და რუსულ რეჟიმს.

თბილისს არასდროს არ აურჩევია ის მდგომარეობა, რაც დღეს ჩვენს დედაქალაქში ხდება. თბილისს არასდროს არ აურჩევია, რომ ყოველწლიურად ამ ქალაქში იზრდებოდეს ბავშვებში ონკო-დაავადებების სტატისტიკა. თბილისს არ აურჩევია ის ურბანული ჯოჯოხეთი, რომელიც კახა კალაძემ მოაწყო. თბილისს არ აურჩევია ის უსამართლობა და უკანონობა, რომ რიგით მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, გაბედულ ადამიანებს სახლებთან ხვდებოდნენ და ასისხლიანებდნენ. თბილისს არ აურჩევია ის უკანონობა, რომ ერთეული ადამიანები მდიდრდებოდნენ. თბილისს არ აურჩევია ის, რომ მშიერი დადიოდნენ ბავშვები სკოლებში. თბილისს არ აურჩევია რუსული მთავრობა. თბილისი ირჩევს უფასო კვებას სკოლებში, თბილისი ირჩევს სამართლიანობას, თბილისი ირჩევს ადამიანს, როგორც ღირებულებას, თბილისი ირჩევს საცობებისგან თავისუფალ ქალაქს. ყოველი წუთი, რომელიც გვწამლავს ჩვენ, ანგრევს ჩვენს მომავალს. თბილისი ირჩევს ჩვენი ხანდაზმულების ღირსეულ სიბერეს.

თბილისი, როგორც ევროპული ქალაქი, არ იმსახურებს რუს მერს. თბილისი იმსახურებს კოალიციურ მმართველობას და ის შეთანხმება, რომელიც დაიდო, მნიშვნელოვანი, ორპარტიული შეთანხმება ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის - გახარიას გუნდა და “ლელო - ძლიერ საქართველოს” შორის, ეს არის სწორედ ნიშანი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი, ჩვენ შეგვიძლია, ერთად ვმართოთ, ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებები და, პირველ რიგში, აზრი ვკითხოთ თბილისელებს. თბილისელები არიან მნიშვნელოვანი თბილისში და არა კახი კალაძე და თავისი ბანდა, რომელიც არასდროს არაფერს არავის არ ეკითხება, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ბრძოლა არის ჩვენი საქმე და როგორი ბრძოლის გამართვა შეგვიძლია, ამას გაჩვენებთ ჩვენ, მათ შორის, 4 ოქტომბერს”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა