დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმდება
ფრიდრიხ მერცი - ყველას გვსურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
Zelensky to Trump: We want to stop the war and are ready for a trilateral meeting
Trump says Russia-Ukraine war must end
Zelensky thanks Trump for efforts to end war
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია
მამუკა ხაზარაძე - მე, ბადრი და სხვა ლიდერები, შესაძლოა, ჯერჯერობით, ციხეში ვართ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ქართველი ხალხის გამოყვანა ციხიდან, რომელშიც 13 წელია არიან
დონალდ ტრამპი უკრაინაში ამერიკული ჯარების განთავსების შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე - შვიდ შესანიშნავ ლიდერს ვხვდებით და ამასაც განვიხილავთ

ანა ბუჩუკური - დარწმუნებულები ვართ, ორ პოლიტიკურ ძალას შორის წარმატებით გაგრძელდება თანამშრომლობა

18.08.2025 ნახვები: 210

ჩვენ არ ვიბრძვით ერთმანეთის წინააღმდეგ, ვიბრძვით იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც დემოკრატია ჩაანაცვლა ავტოკრატიით, სადაც მოქალაქე, ადამიანი, ნაცვლად იმისა, რომ იყოს მთავარი ფასეულობა, საზრუნავი, ღირებულება, საერთოდ გააქრო დღის წესრიგიდან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა ორი პარტიის მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი დასახელდა.

როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, ის, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ერთადერთი წყარო არის ხალხი, სწორედ ამ რწმენისა და განცდის დაბრუნება და გაღრმავება არის მნიშვნელოვანი.

„დღეს პოლიტიკურ ველზე უსამართლობისა და უთანასწორობის პირობებში გვიწევს ბრძოლა. არა მხოლოდ ბრძოლა, არამედ ცხოვრებაც გვიწევს, ფაქტობრივად, ამ უსამართლობის პირობებში. ზუსტად დღეს „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ ვდგავართ ერთად, ვდგავართ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ორ პოლიტიკურ ძალას შორის არსებული შეთანხმების პირველი საწყისი, გამხსნელი ეტაპი შედგა. ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ წარმატებით გაგრძელდება ჩვენი ეს თანამშრომლობა. ჩვენ არ ვიბრძვით ერთმანეთის წინააღმდეგ, ვიბრძვით იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც დემოკრატია ჩაანაცვლა ავტოკრატიით, სადაც მოქალაქე, ადამიანი, ნაცვლად იმისა, რომ იყოს მთავარი ფასეულობა, საზრუნავი, ღირებულება, საერთოდ გააქრო დღის წესრიგიდან. სწორედ ამიტომ ვდგავართ ჩვენ აქ, ამიტომ გადავდგით ეს ნაბიჯი ჩვენი თანამშრომლობისკენ. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური იდეოლოგია აქვს, ვინ მემარჯვენეა, ვინ მემარცხენე, ვინ ცენტრისტი, დღეს მთავარია, ვის სჯერა სამართლიანობის და იმ ღირსების, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს და თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს, რისთვისაც მართლაც ღირს ყველა ბრძოლა, რომელიც ზოგჯერ არის ისეთი, როგორიც დღეს არის - უთანასწორო და უსამართლო.

ამ ქვეყანაში ხელისუფლების ერთადერთი წყარო არის ხალხი. ამ რწმენის, ამ განცდის დაბრუნება და გაღრმავება არის მნიშვნელოვანი. ამისთვის ბევრი გაქვს სამუშაო, ერთობლივადაც, ცალ-ცალკეც. ჩვენი მოქალაქეების, თითოეული თქვენგანის ხმა უნდა ისმოდეს და ჟღერდეს აბსოლუტურად ყველგან, სადაც წყდება თქვენი, ჩვენი შვილების მომავლის, ზოგადად საქართველოს ბედი“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა