დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმდება
ფრიდრიხ მერცი - ყველას გვსურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
Zelensky to Trump: We want to stop the war and are ready for a trilateral meeting
Trump says Russia-Ukraine war must end
Zelensky thanks Trump for efforts to end war
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია
მამუკა ხაზარაძე - მე, ბადრი და სხვა ლიდერები, შესაძლოა, ჯერჯერობით, ციხეში ვართ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ქართველი ხალხის გამოყვანა ციხიდან, რომელშიც 13 წელია არიან
დონალდ ტრამპი უკრაინაში ამერიკული ჯარების განთავსების შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე - შვიდ შესანიშნავ ლიდერს ვხვდებით და ამასაც განვიხილავთ

"ლელო-ძლიერმა საქართველომ" და პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს

18.08.2025 ნახვები: 210

"ლელო-ძლიერმა საქართველომ" და პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე დაასახელა.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ორმა პოლიტიკურმა ძალამ რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა.

„ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა ყველა შესაძლებლობით და ბრძოლა მხოლოდ გამარჯვებამდე“, - განაცხადა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, საქართველო უნდა გადავარჩინოთ.

„გადავარჩინოთ საქართველო კიდევ ერთხელ დაპყრობას, გადავარჩინოთ ეს ქვეყანა რუსულ ჩექმას, ამ ამოცანით ვიღვიძებთ და ამ ამოცანით ვიძინებთ“, - დასძინა დათუნაშვილმა.

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა ანა ბუჩუკურმა თქვა, რომ მოხარულია, ორ პოლიტიკურ ძალას შორის საწყისი, გამხსნელი ეტაპის დადგომით.

„დარწმუნებული ვართ, რომ წარმატებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ არ ვიბრძვით ერთმანეთის წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძვით იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც დემოკრატია ჩაანაცვლა ავტოკრატიით“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა