ტრამპთან, ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა, ჩვენზე მეტად არავის სურს მშვიდობა, სამართლიანი და მყარი მშვიდობა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს.
“ტრამპთან, ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა.
აზრები გავცვალეთ მომავალ ორმხრივ შეხვედრაზე ალასკაში.
დღეს ევროპამ, შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ საერთო პოზიცია გააძლიერეს უკრაინისთვის.
ახლო კომუნიკაციაში დავრჩებით. ჩვენზე მეტად არავის სურს მშვიდობა, სამართლიანი და მყარი მშვიდობა”, - წერს ფონ დერ ლაიენი.