პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს და კიდევ 3 პირს ბრალდება წარუდგინა - 2 პირზე, მათ შორის დავით მიქაძეზე გამოცხადდება ძებნა
ზუგდიდში ქალმა საკუთარ სახლში ქალი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა
Zelensky says European leaders align with Trump on principles for negotiations with Putin
ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპამ, შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ საერთო პოზიცია გააძლიერეს უკრაინისთვის -
რუსეთმა ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ფრიდრიხ მერცი - ალასკაში ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს დაცული
უკრაინის საგარეო უწყება - საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკურ სტრატეგებს ვურჩევთ, თავიანთ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ რუსეთის სამფეროვანი დროშა და მარცხნივ ევროკავშირისა და ნატოს დახურული კარები

ფრიდრიხ მერცი - ალასკაში ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს დაცული

13.08.2025 ნახვები: 214

ვირტუალური სამიტი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რამდენიმე ევროპელი ლიდერი მონაწილეობდნენ, დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპელები ყველაფერს აკეთებენ, რათა „დაეხმარონ დღის წესრიგის შემუშავებაში“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ალასკაში შეხვედრისთვის.

ის იმედოვნებს, რომ ტრამპი სამიტზე წარმატებას მიაღწევს.

მერცი დასძენს, რომ ევროპელმა ლიდერებმა, აშშ-მა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ პარასკევის შეხვედრის პარამეტრებზე ისაუბრეს.

„ალასკაში ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა მერცმა პრესკონფერენციაზე.

ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებების შესახებ მერცმა ასევე დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა იცის, რომ მას შეუძლია დაეყრდნოს ევროპელ პარტნიორებს უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად.

მისივე თქმით, უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს.

გარდა ამისა, გერმანიის კანცლერი ხაზს უსვამს, რომ მოვლენების სწორი ქრონოლოგია უნდა იყოს: პირველ რიგში, უნდა შეთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტაზე, რასაც მოჰყვება კიდევ ერთი შეთანხმება გრძელვადიანი მშვიდობის შესახებ.

მერცი ასევე ხაზს უსვამს, რომ უნდა არსებობდეს უსაფრთხოების მყარი გარანტიები, უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემით.

ამასთან, მერცმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი მშვიდობისკენ არ წავა, მაშინ ევროპასა და აშშ-ს პუტინზე მეტი „ზეწოლა“ მოუწევთ.

„ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ“, - ამბობს მერცი და დასძენს, რომ ლიდერები ტრამპს პუტინთან შეხვედრის შემდეგ დაელაპარაკებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა