პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს და კიდევ 3 პირს ბრალდება წარუდგინა - 2 პირზე, მათ შორის დავით მიქაძეზე გამოცხადდება ძებნა
ზუგდიდში ქალმა საკუთარ სახლში ქალი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა
Zelensky says European leaders align with Trump on principles for negotiations with Putin
ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპამ, შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ საერთო პოზიცია გააძლიერეს უკრაინისთვის -
რუსეთმა ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ფრიდრიხ მერცი - ალასკაში ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს დაცული
უკრაინის საგარეო უწყება - საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკურ სტრატეგებს ვურჩევთ, თავიანთ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ რუსეთის სამფეროვანი დროშა და მარცხნივ ევროკავშირისა და ნატოს დახურული კარები

რუსეთმა ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

13.08.2025 ნახვები: 224

უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის რუსეთმა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, სასამართლომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია, რომ საქართველოს მოქალაქის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ განაჩენი გამოეტანა. ის დაუსწრებლად დამნაშავედ ცნეს "რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევაში, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას გულისხმობს".

რუსეთის სასამართლომ ელისაშვილს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, "სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით".

როგორც ცნობილია, მანამდე რუსეთმა ელისაშვილი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა