უკრაინის საგარეო უწყება - საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკურ სტრატეგებს ვურჩევთ, თავიანთ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ რუსეთის სამფეროვანი დროშა და მარცხნივ ევროკავშირისა და ნატოს დახურული კარები
დონალდ ტრამპი - პუტინთან ჩემს შეხვედრაზე ძალიან უსამართლო მედია მუშაობს
სალომე სამადაშვილი "ქართულ ოცნებას": რომელი მოთხოვნაა შესრულებული, რა გაქვთ ევროკავშირისთვის სათქმელი?
„გრინ კროპს დისტრიბუშენი” - სასათბურე მეურნეობა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
გრიგოლ გეგელია - ჩვენ ვართ მსჯელობის ბოლო ფაზაში და ძალიან მალე საზოგადოებას მერობის კანდიდატს წარვუდგენთ
გრიგოლ გეგელია - ადამიანის უფლებების შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში ფაქტობრივად მიწის მიყრაა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმზე
სახდეპის ანგარიში - საქართველოში ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს სანდო ცნობები წამების ან სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ
ტვ პირველი - "ლავას ოღლის" მარჯვენა ხელი სასტიკადაა ნაცემი

დონალდ ტრამპი - პუტინთან ჩემს შეხვედრაზე ძალიან უსამართლო მედია მუშაობს

13.08.2025 ნახვები: 222

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მედიას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის „უსამართლო“ გაშუქებისთვის აკრიტიკებს.

„პუტინთან ჩემს შეხვედრაზე ძალიან უსამართლო მედია მუშაობს. გამუდმებით ციტირებს გათავისუფლებულ დამარცხებულებს და ისეთ სულელ ადამიანებს, როგორიც ჯონ ბოლტონია, რომელმაც ახლახან თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამერიკულ მიწაზე იმართება, „პუტინმა უკვე მოიგო“. რა არის ეს ყველაფერი? ჩვენ ყველაფერში ვიგებთ. ყალბი ამბები ზეგანაკვეთურად მუშაობს (ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე გადასახადი არ არის!)“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

მისი თქმით, ისინი, ვინც ყალბ ამბებს ავრცელებენ, ავადმყოფი და არაკეთილსინდისიერი ხალხია.

„ისინი ავადმყოფი და არაკეთილსინდისიერი ხალხია, რომლებსაც ალბათ ჩვენი ქვეყანა სძულთ. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენ ყველაფერში ვიგებთ!“- წერს ტრამპი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა