უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
ისტორიკოსი ბექა კობახიძე - ვერ ამოვედით 90-იანების წუმპიდან
ზურაბ ჯაფარიძე - ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ყოველ წამს, სანამ არ ვიგებთ, ან სიყალბის ნაწილი ვართ
Reuters - სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აშშ სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარების ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს
ევროკავშირის პრეს-სპიკერი - ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია
ნინო დათაშვილი - თავს არ ვცნობ დამნაშავედ, თავს ვცნობ დაზარალებულად
გრიგოლ გეგელია - აზერბაიჯანი და სომხეთი ვაშინგტონში ხელს აწერენ ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რაც ცვლის რეგიონის პოლიტიკას - სად არის ამ დროს საქართველო? არსად!
ნინო დათაშვილი - არანაირი ფსიქიკური დიაგნოზი არ მაქვს, მაგრამ საბჭოთა კოშმარი გაუცოცხლეთ ხალხს და სტიგმა გააძლიერეთ

ლევან ხაბეიშვილი - ნახევარი სახე წამართვეს და ერთი კაცი არ არის დასჯილი, სილის გაწვნის გამო, დასაჯონ ქალი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს

07.08.2025 ნახვები: 252

ეს არის აბსოლუტური სირცხვილი, რაც რეჟიმმა გააკეთა, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა.

როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, რომ ბუმერანგივით დაუტრიალდება რეჟიმს და ირაკლი დგებუაძეს ეს უსამართლობა.

„თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თანამდებობის პირმა იწუწუნა, იტირა, სილა გამაწნა, მეტკინა, ლოყა გამიწითლდაო და ამის გამო, ციხეში ჩააგდეს ადამიანი. ეს წარმოუდგენელია, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩემგან კომენტარს იღებთ, ნახევარი სახე წამართვეს და ერთი კაცი არ არის დასჯილი და სილის გაწვნის გამო, დასაჯონ ქალი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. არათუ თანამდებობის პირს, ვინმე კაცმა იჩივლოს, რომ ქალმა ლოყაზე გამითათუნა და მოდით ახლა, ციხეში ჩააგდეთ ეს ქალიო, ასეთი რამ არავის უკადრია. ეს არის აბსოლუტური სირცხვილი, რაც რეჟიმმა გააკეთა. მზია ამაღლობელს ამით არაფერი დააკლდება, ადამიანურად და მორალურად ყველამ ვნახეთ მისი მტკიცე ხასიათი. ის რეჟიმს არ შეუშინდა, თუმცა, ვწუხვარ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ესეც არაფრად არ აინტერესებს ივანიშვილს, არ აინტერესებს, მათ შორის მისი მხედველობის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. დარწმუნებული ვარ, ბუმერანგივით დაუტრიალდება რეჟიმსაც და იმ კონკრეტულ ე.წ. პოლიციელსაც ვერ ვეძახი, კაცუნას, გვარად დგებუაძეს ეს უსამართლობა",-განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა