გიგა ბოკერია - შავრაზმული სიძულვილის წარჩინებულ მქადაგებელს ჩემთან დისკუსია თუ სურდა, თავი არ უნდა აერიდებინა, როცა პარლამენტში ვიყავი
თინა ბოკუჩავა - ევროპარლამენტი ითხოვს ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და მის ჩანიშვნამდე, სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებას
ბექა ბასილაია- თუ ფორმალურ პროცედურებს მივყვებით, გივი თარგამაძე - ასეთი სუბიექტი არ არსებობს
ალბი კორძაიას, რომელსაც თეა წულუკიანის რუსეთის მონა“ და „ქვეყნის მოღალატე“ დაუძახა 10 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - „ობობის ქსელმა“ დაამტკიცა, რომ ახლა აგრესორი რეალურ დანაკარგებს განიცდის
BMG - "ბაზისბანკი" "ლიბერთის" ყიდულობს
ვორქშოფ ფესტივალი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა - „მთავარია გჯეროდეს“
მარკ რუტე - ნატო დღეს ძლიერია და კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით

აშშ-ის სენატი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე დაიწყებს მუშაობას

03.06.2025 ნახვები: 200

შესაძლოა, აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარე თვეში დაიწყოს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ, პრეზიდენტ ტრამპს ყველა ის საშუალება მივაწოდოთ, რაც მას სჭირდება, რათა რუსეთი საბოლოოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს“, - განაცხადა ჯონ ტუნიმ.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს თეთრ სახლთან განიხილავს.

„ვფიქრობ, ისინი იმედოვნებენ, რომ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევენ. თუმცა, სენატში, ამ საკითხის მიმართ ორივე მხრიდან დიდი ინტერესია და შეიძლება ეს ამ სამუშაო პერიოდში განვიხილოთ“, - განაცხადა „რესპუბლიკელთა“ ლიდერმა.

ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის ავტორები სენატორი ლინდსი გრემი (რესპუბლიკური პარტია) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატიული პარტია) არიან. კანონპროექტს 100-დან 82 სენატორი უჭერს მხარს.

კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა