მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს - წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში?
ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით
მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილი არის რუსული ძალა და მას გადაწყვეტილი აქვს ყველა ოპონენტის დაჭერა
ვოლოდიმირ ზელენსკი - არ არსებობს სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც რუსეთმა არ უარყო
რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა, დაღუპულია 4 ადამიანი
Industrial facility targeted in Lviv region in Russia’s overnight attack
Russia keeping one Kalibr carrier in Black Sea, total salvo up to six missiles
SSU detains 16-year-old spotter for Russian strikes on Poltava, Dnipropetrovsk regions

თინა ბოკუჩავა - ევროპარლამენტი ითხოვს ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და მის ჩანიშვნამდე, სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებას

04.06.2025 ნახვები: 270

“ნაციონალური მოძრობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ევროპარლამენტის ანგარიში ოპოზიციას ერთიანობისა და პროტესტისკენ მოუწოდებს და არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისკენ.

მისი განმარტებით, ევროპარლამენტარები ოპოზიციური ერთობის მაგალითად ასახელებენ მშვიდობიან პროტესტს.

ბოკუჩავას თქმით, ანგარიშში მკაფიოდ ჩანს გამოსავალიც: ევროპარლამენტი მოითხოვს ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და ამ არჩევნების ჩანიშნვამდე სანქციების გამკაცრებას.

„ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) ანგარიშზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით:

არსად, ვიმეორებ, არსად ანგარიშში არ არის მოწოდება ოპოზიციაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე; ერთადერთი მოწოდება ოპოზიციაზე არის - ერთიანობა; ოპოზიციური ერთობის მაგალითად ევროპარლამენტარებს ამავე აბზაცში და ამავე წინადადებაში მოჰყავთ მშვიდობიანი პროტესტი.

ამიტომ, თუ მაინც და მაინც ვინმეს სურს სტრიქონებს შორის გზავნილის ამოკითხვა, ეს უნდა ამოიკითხონ: მოწოდება პროტესტზე და არა კოლაბორაციონიზმზე.

ამავე ანგარიშში ევროპარლამენტი ითხოვს ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და ამ არჩევნების ჩანიშვნამდე, სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებას ანუ გამოსავალი ამ ანგარიშშიც არის საპარლამენტო არჩევნები.

იმედი მაქვს, ოპოზიციის ნაწილი “ქოცური” ნარატივის კულტივირებას არ დაიწყებს, თითქოს ევროპარლამენტი ოპოზიციას მუნიციპალურ არჩევნებში შესვლისკენ მოუწოდებს და არავინ გახდება “ქოცური” პროპაგანდის ინსტრუმენტი“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა