მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს - წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში?
ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით
მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილი არის რუსული ძალა და მას გადაწყვეტილი აქვს ყველა ოპონენტის დაჭერა
ვოლოდიმირ ზელენსკი - არ არსებობს სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც რუსეთმა არ უარყო
რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა, დაღუპულია 4 ადამიანი
Industrial facility targeted in Lviv region in Russia’s overnight attack
Russia keeping one Kalibr carrier in Black Sea, total salvo up to six missiles
SSU detains 16-year-old spotter for Russian strikes on Poltava, Dnipropetrovsk regions

ბექა ბასილაია- თუ ფორმალურ პროცედურებს მივყვებით, გივი თარგამაძე - ასეთი სუბიექტი არ არსებობს

04.06.2025 ნახვები: 246

დაიბარეს გივი თარგამაძე. ვინ არის გივი თარგამაძე? „ვასილიჩი“ დაებარებინათ, რა ლოგიკაა? თუ ფორმალურ პროცედურებს მივყვებით, გივი თარგამაძე, ასეთი სუბიექტი არ არსებობს, არის გიორგი თარგამაძე , - ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსით განსჯადი არ უნდა იყოს და ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით უნდა განიხილებოდეს.

„ღუდუშაური, ტაბატაძე, შარმანაშვილი, სალია, წულუკიანი - ესენი დამსმენ-დამბეზღებელი ხალხი არიან, რომელთაც ეს დაბეზღება, დასმენა არ უნდათ, რომ სასამართლოში ჩვენებად გადაეზარდოთ, უნდათ, რომ ანონიმურად დაწერონ და შემდეგ, პროკურორებს, მოსამართლეებს შეაწმინდონ ხელი, თქვან, ჩვენ, რა შუაში ვიყავითო. სინამდვილეში, ღუდუშაური, ტაბატაძე, შარმანაშვილი, სალია, არიან ჩვეულებრივი დამსმენები, „ჩაშვების ინსტიტუტს“ რომ თითქოს, აბაიბურებდნენ, ესენი არიან ჩვეულებრივი „ჩამშვებები“. ამ „ჩაშვებების“ მიუხედავად, სისხლის სამართლებრივი დასჯადობა ამ მუხლისთვის არასწორია, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი იგივე შემადგენლობა იცნობს. რაც შეეხება ფორმალურ ნაწილს, სულ რომ ეს გარემოებები არ არსებობდეს, დაიბარეს გივი თარგამაძე. ვინ არის გივი თარგამაძე? „ვასილიჩი“ დაებარებინათ, რა ლოგიკაა? თუ ფორმალურ პროცედურებს მივყვებით, გივი თარგამაძე, ასეთი სუბიექტი არ არსებობს, არის გიორგი თარგამაძე, პარლამენტი გივი თარგამაძეს რომ იბარებს, ე.ი. არავის არ იბარებენ. აქედან გამომდინარე ამ საქმის აბსურდულობა, როგორც საკანონმდებლო ბაზიდან დაწყებული, ისე კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დასრულებული, დადასტურებულია“, - განაცხადა ბასილაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა