მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს - წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში?
ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით
მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილი არის რუსული ძალა და მას გადაწყვეტილი აქვს ყველა ოპონენტის დაჭერა
ვოლოდიმირ ზელენსკი - არ არსებობს სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც რუსეთმა არ უარყო
რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა, დაღუპულია 4 ადამიანი
Industrial facility targeted in Lviv region in Russia’s overnight attack
Russia keeping one Kalibr carrier in Black Sea, total salvo up to six missiles
SSU detains 16-year-old spotter for Russian strikes on Poltava, Dnipropetrovsk regions

BMG - "ბაზისბანკი" "ლიბერთის" ყიდულობს

04.06.2025 ნახვები: 221

“ბაზისბანკი“ „ლიბერთი ბანკს“ ყიდულობს.

როგორც BMG-ს წყარომ განუცხადა, გარიგება სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება.

რამდენად ყიდულობს “ბაზისბანკი“ "ლიბერთის", ჯერჯერობით, ჩვენთვის უცნობია.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით, ორი თვის წინ "ლიბერთი ბანკის" გაყიდვის სურვილი BMG-ის თავად ბანკის მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ დაუდასტურა. როგორც მაშინ ბანკის მეწილემ BM.ge-სთან განაცხადა, მოლაპარაკებებს აწარმოებდა როგორც "ბაზისბანკთან", ისე სხვა ბიზნეს-ჯგუფებთან.

თავად "ბაზისბანკსა" და "ლიბერთი ბანკში" გარიგების პროცესზე კომენტარს არ აკეთებენ. ეროვნული ბანკის კომენტარს კი, მიღებისთანავე გაგაცნობთ.

ვის ეკუთვნის და რა ზომისაა "ლიბერთი ბანკი"

"ლიბერთი ბანკი" უკვე მრავალი წელია საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 5.45 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3.9 მილიარდი ლარია. ამასთან, ბანკს 2025 წლის 4 თვეში 40 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.

რაც შეეხება "ბაზისბანკს", ბანკი ჩინური "ჰუალინგ ჯგუფის" საკუთრებაშია. ის აქტივების ზომით, ანუ 4 მილიარდი ლარით საქართველოს რიგით მეოთხე ბანკია, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3 მილიარდი ლარია. ბანკს 2025 წლის 4 თვეში 31 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.

შედეგად, გარიგების საფუძველზე ჩამოყალიბებული ბანკის აქტივების ზომა იქნება 9 მილიარდი ლარი, ხოლო საკრედიტო პორტფელი კი თითქმის - 7 მილიარდი ლარი. ამ მაჩვენებლით, ის აქტივებით და კრედიტების ზომით საბანკო სისტემის 10%-ს დაიკავებს.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა