გოჩა მირცხულავა: "სად არის ის მილიონები, რომელიც დემოკრატიის განვითარებისთვის ჩაყარა აქ უამრავმა უცხოურმა ორგანიზაციამ თუ ფონდმა?!"
Zelensky says Trump and all leaders support his decision to meet with Putin in Türkiye
დონალდ ტუსკი - ვარშავის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთის შედეგია
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლონდონში შიკრიბებიან
ანდრეი სიბიგა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე - ნამდვილი ლიდერი არავის და არაფრის უკან არ იმალება
Zelensky: “I’ll be waiting for Putin in Türkiye on Thursday. Personally”
ვოლოდიმირ ზელენსკი - ხუთშაბათს პუტინს თურქეთში პირადად დაველოდები
მსვლელობის მონაწილეები აშშ-ის საელჩოსთან მივიდნენ

გოჩა მირცხულავა: "სად არის ის მილიონები, რომელიც დემოკრატიის განვითარებისთვის ჩაყარა აქ უამრავმა უცხოურმა ორგანიზაციამ თუ ფონდმა?!"

12.05.2025 ნახვები: 322

"ტრამპი ივანიშვილსა და პუტინს გეგმებს ურევს"

"პარლამენტში ნაციონალების გასასამართლებელი პროცესი მიდის და ვიღაც გარედან ბანს აძლევს! სწორედ ეს ძალა, მერე გახარიასთან ხომ არ აღმოჩნდება?!"

ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- გოჩა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდის პროცესებს? ამერიკა "მეგობარ აქტს"  იღებს, „ოცნება“ კი სულ უფრო დიდი ნაბიჯებით მიიწევს რუსეთისკენ. 9 მაისს წითელ მოედანზე ფარცხალაძე იდგა.

- მე მინდა, ნათლად და მკაფიოდ ვთქვა, რომ მაისის თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, უამრავი ფაქტორიდან გამომდინარე. მაქსიმალურად გაშიშვლდება ყველა პოლიტიკური პროცესი. ჩვენ იმასაც დავინახავთ, ვინ სათავისოდ ცდილობს ამ პროცესის მეშვეობით და ვინ მართლა სახელმწიფოსთვის იბრძვის. ეს აქ, სახლში, ხოლო რაც შეეხება გარეთ, რა თქმა უნდა, "მეგობარ აქტი" და არა მარტო ეს, ის პროცესი რაც უკრაინა-რუსეთს შორის მიდის, იგივე ამერიკის ჩართულობით, მინერალების შეთანხმება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ბევრ რამეს შეცვლის. ტრამპის პოზიცია გეგმებს ურევს როგორც პუტინს, ისე ივანიშვილსაც. ტრამპის ბოლო პერიოდის ნაბიჯები, სერიოზულ ნეგატიურ გავლენას ახდენს „ქართული ოცნების“ გეგმებზე. არ დაგვავიწყდეს, რომ „ოცნების“ სრული გეგმები უკავშირდებოდა როგორც ტრამპს, ისე რუსეთის წარმატებას უკრაინაში.

- „ოცნება“ უკვე ნირწამხდარი საუბრობს, რომ ტრამპსაც ამარცხებს დიფ სთეითი. უკვე აღარ აქვთ ტრამპის იმედი?

- „ოცნება“ ცდილობს, ყველაფერი გააუბრალოოს. ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს და მათთვის ავტორიტეტები არ არსებობს, არ არსებობს არავინ დედამიწის  ზურგზე და ისე უჭირავთ პოზა, რომ ვინ არის ეს ტრამპი, თურმე დიფ სთეითსაც ვერ უმკლავდება. მოკლედ მსოფლიოში ვერავინ ვერავის ვერ უმკლავდება, ერთადერთი „ოცნებაა“ ძლევამოსილი ძალა, რომელიც ყველას და ყველაფერს ამარცხებს. სწორედ ამიტომ ვამბობ, მაისი არის უმნიშვნელოვანესი თვე, რომ ჩვენ ვნახავთ, საბოლოოდ, ვის საით უნდა, რომ წავიდეს. საუბარი მაქვს როგორც პოლიტიკურ სპექტრზე, ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებულ პროცესებზეც.

- საუბარია, რომ „ოცნება“ ემზადება ღია მოლაპარაკებები დაიწყოს რუსეთთან. რატომ ჩქარობს ასე ივანიშვილი? რუსეთს იქით გზა აღარ აქვთ?

- იმიტომ, რომ, ასე თუ ისე, დემოკრატიული პროცესები თუ წავიდა, მათ იციან,  რომ ყველანაირად მოუწევთ პასუხის გება. მოუწევთ თუნდაც კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევისათვის. პასუხის გება მოუწევთ იმ სისასტიკისთვის, რაც რუსთაველზე დაატრიალეს, პასუხის გება მოუწევთ კორუფციისთვის და კიდევ ძალიან ბევრი დანაშაულისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს.

- როდესაც რუსეთთან ღია პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ჩვენი ძველი ინტერვიუც გამახსენდა. კურსის მკაფიო ცვლილება, ოხანაშვილის მოსვლის შემდეგაც გამოჩნდებაო და მართლაც ვნახეთ ,რომ სუსი-ანგარიშში, რუსეთის ნაცვლად, ქვეყნის ნომერ პირველ მტრად დასავლეთია მოხსენიებული.

- ზუსტად ამაშია საქმე, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა და ექსპერტ-ანალიტიკოსების დიდმა ნაწილმა, ეს საკითხი გაატარა. ამ ანგარიშში არსად აღარ ჩანს, რუსეთი როგორც ნომერ პირველი მტერი. სწორედ ესაა კურსის ცვლილება, სხვა კი არაფერი. თუ ვინმეს აქამდე რამე კიდევ ეეჭვებოდა, ყველაფერი ნათელია. რატომ არ კეთდება ამაზე სწორი შეფასებები?!

- თავად „ოცნების“ ლიდერებს რა უნდათ, თუ დასჭირდათ, თავშესაფრის საძიებლად რუსეთშიც გაიქცევიან?

- რომ არ მოუწიოთ რუსეთში გაქცევა, სწორედ ამიტომ უნდათ, რომ რუსეთი აქეთ შემოიყვანონ. აი ეს უნდათ სხვა კი არაფერი. მათი ძალისხმევა მიმართულია იქით, რომ საქართველო გახდეს რუსეთის მიტროპოლია. აქ თავისი ქონებები აქვთ, კორუფციული სქემები აქვთ და ამის შენარჩუნება უნდათ. ამათ უნდათ 70-ანი წლების საქართველო, როდესაც აქ კორუფცია ბუდობდა. ვითომ 70 მანეთი რომ ჰქონდათ ხელფასი და სასახლეები ჰქონდათ. ესენიც ხომ თავიდან ბოლომდე კორუფციაში არიან ჩართულები. სერიოზული კრიზისი აქვთ, მალე შეიძლება ბიუჯეტში ფული საერთოდ აღარ იყოს. იცით,რომ აპრილის თვის ვალდებულებები ჯერ კიდევ არ არის გასტუმრებული.  ხელფასები დაუგვიანეს მასწავლებლებს, ასევე საჯარო მოხელეებს. შესაბამისად, არც ამაზე ლაპარაკობს პოლიტიკური სპექტრი.

- რა პროცესები მიმდინარეობს ოპოზიციურ სპექტრში? როდესაც ასე უკიდურესად რთულია პოლიტიკური ფონი, როდესაც ხალხში ძალიან დიდი პროტესტია და ვნახეთ 9 მაისს რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ამ ფონზე ისევ დაპირისპირებაა ოპოზიციაში და ეს ნაც-ქოცური გარჩევები. ვის ინტერესში შედის ეს ყველაფერი?

- მე ეს ყველაფერი, მაინც პროვოკაციული  მგონია. ვის რა ემოციური აღტკინება აქვს მიშას მიმართ, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პატიმარი. ეს ადამიანი დღეს ციხეშია და მთელი რიგი აქტებით, ის აღიარებულია როგორც პოლიტპატიმარი. ახლა, ამ სიტუაციაში იმაზე საუბარი, რომ ციხეში მყოფი ადამიანი თურმე ვიღაცას რაღაცეებში ხელს უშლის, ეს კიდევ ცალკე თემაა.

- ისე ჩანს, რომ თითქოს ვიღაც მიზანმიმართულად აზიანებს პროცესს.

- მე არა ერთხელ მითქვამს და საკმაოდ ღიად გამომიხატავს პრეტენზიები ნაცმოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ახლა, როდესაც არ არის ახალი ძალა, რომელიც შეიძლება ამ პროცესის ლოკომოტივი აღმოჩნდეს, ამ პირობებში, როდესაც ერთიანობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აქ ვიღაცეების გამორჩევა და კეთროვნად შერაცხვა, რომ თურმე მე იმიტომ არ ვდგავარ აქ, რომ ნაცები დგანან, ეს არის აბსოლუტურად ინფანტილური დამოკიდებულება, ზოგადად პროცესის მიმართ. სრულებითაც არ მომწონს, ჩემ გვერდით რომ დგანან ისეთი ადამიანები, ან თუნდაც კულისებიდან მართავენ, რომლებმაც ამ სახელმწიფოს, როდესაც „ოცნების“ ხელისუფლებაში იყვნენ, დიდი ზიანი მოუტანეს. არ მომწონს, მაგრამ მაინც ვდგავარ მათ გვერდით. 

ბაჩანა შენგელია, ია კერძაიას შვილი დგას იქ, რომელიც მისი დედის გარდაცვალების საქმეში, სწორედ გახარიას აკისრებს მორალურ პასუხისმგებლობას.  თუ ჩვენ სახელმწიფო ინტერესებზე ვსაუბრობთ, მაშინ მოგვიწევს კომპრომისებზე წასვლა. თუ სისხლის სამართლებრივ მომენტზე ვსაუბრობთ, ნაციონალურმა მოძრაობამ გადაიხადა ყველა ვალი, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე! დღესაც კი, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი რომ გაიხმოს და გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები რომ გააუქმოს, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი გაჩუმდება ისევ და გამოეთიშება ისევ.

- რატომ ფიქრობთ ასე?

- იმიტომ, რომ მრჩება შთაბეჭდილება, ბევრ მათგანს საკუთარი მუცლის, ჭამის და მისი იდიოტური მსოფლმხედველობის იქით, არაფერი აინტერესებს. მე მაქვს პრეტენზია ამ ადამიანებთან და მე ვლაპარაკობ კონკრეტულად არასამთავრობო სექტორზე. ენჯეოშნიკებზე და ამ სექტორიდან ნაჩეკ ადამიანებზე! ყველაზე არა, მაგრამ ძალიან ბევრზე! სად არის ის მილიონები, რომელიც დემოკრატიის განვითარებისთვის  ჩაყარა აქ უამრავმა უცხოურმა ორგანიზაციამ თუ ფონდმა?! ხომ სწორედ თვითონ ხელმძღვანელობდნენ დემოკრატიის განვითარების პროცესებს?! უამრავ სულელურ ტრენინგებს ატარებდნენ, ვის რა ცოდნა მისცეს?! სად არის დემოკრატიულად განათლებული ქართული საზოგადოება?! ეს გრანტები სახლში რომ წაიღეს! ცოტა ჭკვიანად იყვნენ! სწორედ მათ აქვთ უდიდესი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე! ამხელა თანხებს იღებდნენ და ვერაფერი ვერ გააკეთეს. ახლა ამათმა უნდა გადაგვიწყვიტონ, ვისთან უნდა დავდგეთ და ვისთან - არა?! ამას თითოეული ადამიანი თავად გადაწყვეტს, ინდივიდუალურად! ვინმესთან კი არ უნდა დადგე, სახელმწიფოსთან უნდა დადგე! ვიღაც მიშას პლაკატს გაშლის, წინ დადგება თუ უკან, ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, როგორც მოქალაქისთვის! მე ვიცი, რომ იქ უნდა ვიდგე, თუნდაც ამ ადამიანების გვერდით. ამდენი გრანტები ხრეს და ახლა მე მიწყვეტენ, ვის გვერდით დავდგე! მე არავის გვერდით არ ვდგავარ, ქართულ სახელმწიფოსთან ვდგავარ! ასევე პოლიტპატიმრების ოჯახების გვერდით ვდგავარ. და თვითონ ვის გვერდით დგანან?! რაღაც პროცესი მიდის და ახლა არ მინდა ამაზე საუბარი. შიგნით პარლამენტში ნაციონალების გასასამართლებელი პროცესი მიდის და ვიღაც გარედან ბანს აძლევს! სწორედ ეს ძალა, მერე გახარიასთან ხომ არ აღმოჩნდება?! რაღაც თამაში მიდის და უფრო მეტ დეტალში არ მინდა ახლა რომ შევიდე. მე თუ ვიტან მათ გვერდით ყოფნას, რადგან ეს ჩემს სახელმწიფოს სჭირდება, მათაც უნდა აიტანონ სხვები, მიშას მომხრე იქნება, პეტრეს თუ პავლესი. მიშას თუ ჰქონდა შეცდომები და მის მთავრობას, პასუხიც აგეს. ახლა რომ პრეტენზიებით გამოდიან, ეს ადამიანები 2012-2020 წლებში გრანტებს ხრავდა.

 ახლა სჯობს ჩუმად იყვნენ! ხოლო მეორე ნაწილი, „ქართულ ოცნებაში“ იყო და მისი სიკეთეებით სარგებლობდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაისი ძალიან მნიშვნელოვანი თვეა. კათარზისის თვე იქნება. ძალიან ბევრ ცუდ რამესაც ვნახავთ, მაგრამ ჩვენ ამ პროცესიდან კარგად გამოვალთ.

ნონა ცაბაძე

„ახალი თაობა“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა