გიგა ბოკერია - შავრაზმული სიძულვილის წარჩინებულ მქადაგებელს ჩემთან დისკუსია თუ სურდა, თავი არ უნდა აერიდებინა, როცა პარლამენტში ვიყავი
თინა ბოკუჩავა - ევროპარლამენტი ითხოვს ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და მის ჩანიშვნამდე, სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებას
ბექა ბასილაია- თუ ფორმალურ პროცედურებს მივყვებით, გივი თარგამაძე - ასეთი სუბიექტი არ არსებობს
ალბი კორძაიას, რომელსაც თეა წულუკიანის რუსეთის მონა“ და „ქვეყნის მოღალატე“ დაუძახა 10 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - „ობობის ქსელმა“ დაამტკიცა, რომ ახლა აგრესორი რეალურ დანაკარგებს განიცდის
BMG - "ბაზისბანკი" "ლიბერთის" ყიდულობს
ვორქშოფ ფესტივალი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა - „მთავარია გჯეროდეს“
მარკ რუტე - ნატო დღეს ძლიერია და კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით

რუსტემ უმეროვი - უკრაინა და რუსეთი მძიმედ დაჭრილი და დაავადებული ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ

02.06.2025 ნახვები: 225

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი მძიმედ დაჭრილი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

„ჩვენ მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო ტყვეების „ყველა ყველას სანაცვლოდ“ გაცვლის შესახებ შევთანხმდით. მეორე კატეგორია კი 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდა სამხედროებია. ასევე, ჩვენ შევთანხმდით დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების „6000-6000-ზე“ დაბრუნების შესახებ“, - განაცხადა რუსტემ უმეროვმა.

მისი თქმით, უკრაინის დელეგაციამ რუსულ მხარეს ლიდერების დონეზე შეხვედრა შესთავაზა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესაძლო მონაწილეობით.

„მიგვაჩნია, რომ დელეგაციებს შორის შემდგომ მუშაობას აზრი აქვს, თუ მისი მიზანი ლიდერების დონეზე შეხვედრის მომზადება იქნება. ჩვენ რუსულ მხარეს შევთავაზეთ, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრა ამ თვის ბოლომდე, 20 ივნისიდან 30 ივნისამდე გაიმართოს. ეს მოლაპარაკებების პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა უმეროვმა.

ამასთან, რუსტემ უმეროვმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთის დელეგაციას ასეულობით გატაცებული უკრაინელი ბავშვის სია გადასცა, რომლებიც რუსეთმა უნდა დააბრუნოს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ რუსეთის წინადადება პირველად ნახა.

„ჩვენს გუნდებს დოკუმენტების შესასწავლად ერთი კვირა ექნებათ, ამის შემდეგ კი შემდგომი ნაბიჯების კოორდინირებას შევძლებთ“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა