კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

მამუკა ხაზარაძე - დიპლომატებს გავაცანით ის სპეცოპერაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა საქართველოში

ნახვები: 573 მამუკა ხაზარაძე - დიპლომატებს გავაცანით ის სპეცოპერაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა საქართველოში

ეს იყო დიდი ხნით ადრე დაგეგმილი სპეცოპერაცია, მალკევიჩის გადაადგილება თბილისში ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს - ადამიანი, რომელიც ძებნაშია და მხილებულია სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნების გაყალბებით. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დამრღვევი ცესკოს მიცემული საბუთით გადაადგილდება, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ელჩებს მყარი მტკიცებულებები წარუდგინეს, რომელიც არჩევნების დღეს დაფიქსირებულ სხვადასხვა დარღვევას ეხება.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა, გავაცანით ის სპეცოპერაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა საქართველოში - ქართველ ხალხს წაართვა არჩევანი. ეს იყო დიდი ხნით ადრე დაგეგმილი სპეცოპერაცია. მალკევიჩის გადაადგილება თბილისში ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ადამიანი, რომელიც ძებნაშია და ადამიანი, რომელიც მხილებულია სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნების გაყალბებით, „ვაგნერის“ თანადამფუძნებელი, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ შესახებ კანონის დამრღვევი გადაადგილდება ცესკოს მიცემული საბუთით. მეტი მხილება არც არის საჭირო, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ვისთან გვაქვს საქმე - საქმე გვაქვს საქართველოში რუსულ ხელისუფლებასთან. ან ჩვენ, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება, ქართველი ხალხი არ დავუშვებთ ბოლომდე ამ ქვეყნის ოკუპაციას და მიტაცებას იმიტომ, რომ ეს სისტემურად მიდის და ჩვენ ამის შესახებ დიდი ხანია ვსაუბრობთ, ეს არის არჩევნების ერთ-ერთი დიდი ეტაპი, აქედან გამომდინარე, სრული მობილიზაციაა იმისათვის, რომ ეს ქვეყანა არ დავუთმოთ ოკუპანტს, არ დავუთმოთ გამყიდველ და მოღალატე ხალხს.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ის იყო ძალიან ინფორმატიული, ძალიან ბევრი რამ გაიგეს, ჩვენ მათ ძალიან მყარი არგუმენტები წარვუდგინეთ და ის დარღვევები, რომლებიც ყოველდღიურად შემოდის. მე გუშინ, გუშინწინ დაგპირდით, რომ თითოეული მოქალაქის ხმის დაცვისთვის ვიბრძოლებ და ამას ვაკეთებთ ინტენსიურად, არ ჩერდება მუშაობა, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება და მათი ჩართულობა. ისინი კმაყოფილები წავიდნენ, უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით ხვალ, ზეგ და მაზეგ იმიტომ, რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და მისი საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელია და არ მოხდება.

მივაწოდეთ ინფორმაცია, სადაც შავით თეთრზე წერია, თუ როგორ მიიტაცა ხელისუფლებამ ჩვენი მოქალაქეების ხმები - ათიათასობით, ასიათასობით გაყალბებაზეა საუბარი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა