ბენიამინ ნეთანიაჰუ - სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე
საქართველოში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათიაა
დონალდ ტრამპი - ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს
ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად - მიუღებელია საკითხით პოლიტიკური მანიპულირება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

კამალა ჰარისი - დონალდ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობა შეუზღუდავი ძალაუფლებისთვის სურს

30.10.2024 ნახვები: 653

დონალდ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობა შეუზღუდავი ძალაუფლებისთვის სურს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ვაშინგტონში შეკრებილ მხარდამჭერებთან შეხვედრისას, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, ვინ არის დონალდ ტრამპი“, – განაცხადა ჰარისმა და დასძინა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მიზნით კაპიტოლიუმში „შეიარაღებული ბრბო გაგზავნა“.

„ეს არის ადამიანი, რომელიც არასტაბილურია, შურისძიებით არის შეპყრობილი, წყენით არის სავსე და შეუზღუდავ ძალაუფლებას ესწრაფვის. ტრამპი, ათი წელია, ცდილობს ამერიკელი ხალხი გაყოფილი ჰყავდეს: აი, ვინ არის ის, მაგრამ, ამერიკა, მე აქ ვარ დღეს, რომ გითხრათ: ეს არ ვართ ჩვენ“, – განაცხადა ჰარისმა.

ჰარისმა პირობა დადო, რომ „ქვეყანას პარტიასა და საკუთარ თავზე მაღლა დააყენებს“.

ვაშინგტონში, მხარდამჭერთა შეკრებაზე, რომელიც არჩევნების დღემდე ერთი კვირით ადრე გაიმართა, ორგანიზატორების ცნობით, 75 000 ადამიანი იმყოფებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა