ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი - აშშ-ის საიდუმლო სამსახურსა და ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს, რომ ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება მიღწეული იქნას რეალური შედეგები
ეროვნული ბანკი - სსფ-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.5%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი ეტაპობრივად შემცირდება
Financial Times - ევროკავშირის წევრი ქვეყნები რადიკალური რეფორმის წინადადებას განიხილავენ
საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროების ანალიზი
არჩილ იაკობაშვილი - ჩინეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მხოლოდ ევროპული პერსპექტივის შემთხვევაში განიხილავს
ურინფორმი - კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა
Oil refinery hit in Russia's Krasnodar Krai – CCD

ჯო ბაიდენი - თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინაში შევლენ, უკრაინამ მათ საპასუხო დარტმა უნდა მიაყენოს

30.10.2024 ნახვები: 591

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინამ ჩრდილოეთ კორეის ჯარებს საპასუხო დარტყმით უნდა უპასუხოს, თუ ისინი უკრაინის ტერიტორიაზე შევლენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეშფოთებულია რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნით.

„შეშფოთებული ვარ ამით”, - განაცხადა ბაიდენმა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ჯარების კურსკის ოლქში ყოფნის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ამასთან, კითხვაზე, უნდა განახორციელონ თუ არა უკრაინელებმა საპასუხო დარტყმა მათ წინააღმდეგ, ბაიდენმა უპასუხა : „დიახ, თუ ისინი უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ“.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გუშინ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები რუსეთში იმყოფებიან.

"შემიძლია დავადასტურო, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები გაიგზავნა რუსეთში და რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ნაწილები განლაგებულია კურსკის ოლქში", - განუცხადა რუტემ ჟურნალისტებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა