Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal
Border guards identify section where most attempts at illegal border crossings reported
Zelensky comments on UK detention of tanker from Russia’s shadow fleet
Zelensky agrees with Trump to discuss peace initiatives at G7 summit
Zelensky and Trump spoke by phone
ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ აშშ-სთან მიღწეული შეთანხმება "პარასკევიდან შევა ძალაში"

მამუკა ხაზარაძე - 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა რუსულ პოლიტიკაზე უნდა გაიმარჯვოს

10.07.2024 ნახვები: 712

26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს რუსულ პოლიტიკაზე საქართველოში, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ხაზარაძე ბოლო პერიოდში აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებებზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ კითხვის ნიშნები აღარ უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიჰყავს ბიძინა ივანიშვილს საქართველო.

„1. ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნების გაუქმება;

  1. ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება ჩვენი ჯარისთვის;
  2. ევროკავშირის ელჩის განცხადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით;
  3. გერმანიის გადაწყვეტილება, აღარ დააფინანსოს პროექტები საქართველოში.

ეს ბოლო სამი დღის ამბებია...

კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო?

26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს რუსულ პოლიტიკაზე საქართველოში. ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია, ჩვენი ადგილი ევროპაშია. ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა!“ - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა