ბენიამინ ნეთანიაჰუ - სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე
საქართველოში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათიაა
დონალდ ტრამპი - ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს
ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად - მიუღებელია საკითხით პოლიტიკური მანიპულირება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტი გამოავლინა

11.06.2024 ნახვები: 718

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირია დაკავებული.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი იყო, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად შემოსავლების არასწორ დეკლარირებას ახდენდა, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს - 3 098 967 ლარის ოდენობით.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218 - ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა