ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?

გაზრდილია როგორც მთლიანობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვა-ნათია თურნავა

ნახვები: 487 გაზრდილია როგორც მთლიანობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვა-ნათია თურნავა

როგორც ვვარაუდობდით, გაჯანსაღების ძალიან კარგი ტენდენცია გამოიკვეთა 2021 წელს - გაზრდილია როგორც მთლიანობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ასევე განსაკუთრებით პროდუქციის ექსპორტი. ექსპორტის მოცულობამ გადააჭარბა 4,2 მლრდ დოლარს, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულში, ზრდამ კი დაახლოებით 27 პროცენტი შეადგინა 2020 წელთან შედარებით, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 2021 წლის საგარეო ვაჭრობის ექსპრესმონაცემი, რომელიც დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

2021 წელს ექსპორტმა 4,242.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 25.1 პროცენტით აღემატება წინა წლის მონაცემს და 10,077 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 2021 წელს დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი 11.7%-ით აღემატება 2019 წლის (პანდემიამდე) მონაცემს. 2021 წელს სავაჭრო ბრუნვა 25.6 პროცენტით გაიზარდა და 14,319.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.5 პროცენტით აღემატება 2019 წლის მონაცემს.

„ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკის გაჯანსაღების მთავარ მამოძრავებელ ძალად," - განაცხადა მინისტრმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა