12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეში მეწყრის ვერსია გამოირიცხა
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
რომან გოცირიძე - ოკუპირებულ აფხაზეთში „ოცნების“ მთავრობის ნებართვით ჯერჯერობით უცნობი ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა მას მოსალოდნელი სანქციებისგან არ ათავისუფლებს
გოჩა მირცხულავა - ვინმეს მართლა სჯერა, რომ ასეთი მასშტაბის საწვავის შეტანა აფხაზეთში ხელისუფლების თანხმობის ან სულაც მისი დავალების გარეშე მოხდებოდა?
მამუკა გამყრელიძე - ბატონმა პრემიერმა ან საქართველოს ისტორია არ იცის ან სულელები ვგონივართ და ბანალურად გვატყუებს
ADF neutralizes 111 of 133 Russian drones used to attack Ukraine overnight
Russian army loses another 1,310 troops in war against Ukraine
Lubinets to propose working group to new defense minister to reform Ukraine's mobilization system

მიხეილ დაუშვილი - ემიგრანტებს აქვთ ლეგიტიმური უფლება, გაიზარდოს მათი ხელმისაწვდომობა არჩევნებზე

ნახვები: 695 მიხეილ დაუშვილი - ემიგრანტებს აქვთ ლეგიტიმური უფლება, გაიზარდოს მათი ხელმისაწვდომობა არჩევნებზე

ემიგრანტებს აქვთ ლეგიტიმური უფლება, გაიზარდოს მათი ხელმისაწვდომობა არჩევნებზე, ხოლო თქვენ ვალდებული ხართ ეს შეასრულოთ, გაზარდოთ ხელმისაწვდომობა არჩევნებზე, მაგრამ არ ასრულებთ, რადგან ზუსტად იცით, თუ ემიგრანტებს ექნებათ არჩევნებში მონაწილეობაზე გაზრდილი შესაძლებლობა, ეს გამოიწვევს თქვენი ძალაუფლების დაკარგვას, – ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა უმრავლესობას პარლამენტში.

დაუშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, ემიგრანტებს არჩევნებზე ხელმისაწვდომობა გაუზარდოს.

„მინდა, ჩვენს ემიგრანტებზე და მათ მიმართ „ოცნების“ დამოკიდებულებაზე ვისაუბრო. მსურს, რამდენიმე ციფრი მოგიყვანოთ: 2023 წელს 4.1 მილიარდი აშშ დოლარი, 2022 წელს 4.3 მილიარდი აშშ დოლარი, 2021 წელს 2.3 მილიარდი აშშ დოლარი, მეტს არ გავაგრძელებ. მეგობრებო, თუ იცით, ეს რა რიცხვებია. ეს ის თანხებია, რასაც ბოლო წლებია, ჩვენი ემიგრანტები ყოველწლიურად რიცხავენ საქართველოში. რომ იცოდეთ ამ ძალიან დიდ რიცხვებს ასევე ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ემატება როგორც ფულადი გზავნილები, რომლებიც არ ირიცხება ელექტრონულად, არამედ იგზავნება სხვადასხვა მეთოდებით და არ ხვდება ოფიციალურ სტატისტიკაში. ეს იცით რას ნიშნავს? ამ ქვეყნის ეკონომიკის, მათ შორის საბანკო, უძრავი ქონების, ვაჭრობის და კიდევ ბევრი სხვა სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნიდან იძულებით, ოჯახის სარჩენად და ხშირად სესხით გაქცეული მოქალაქეების კისერზეა ჩამოკიდებული. ეს მწარე რეალობაა, რომ ეს ჩვედნი ემიგრანტები გვარჩენენ ჩვენ ყველას, თუ სწორად შევხედავთ ფაქტებს, ეს არის ჩვენი მძიმე რეალობა.

მაინტერესებს, მართლა ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებს იმის უფლებაც კი არ აქვთ, რომ საკუთარი გადაწყვეტილება, საკუთარი აზრი დააფიქსირონ, ხვალ როგორ ქვეყანაში უნდათ დაბრუნდნენ და იცხოვრონ? როდესაც ამ ხალხს უარს ეუბნებით უბნების დამატებაზე და დასცინით, რომ შეუძლიათ გადმოფრინდნენ, ჩარტერი დაიქირაონ და ისე მისცენ ხმა, შესაბამისად უცხადებთ, რომ მათი მოვალეობაა ბევრი იშრომონ, რათა გვარჩინონ, მაგრამ მათი საქმე არაა მათსავე ქვეყანაში როგორი მომავალი იქნება, დაბრუნებას საერთოდ შეძლებენ, თუ ვერ შეძლებენ. მთავარია, ფული გადმორიცხონ. ანუ, მათი ფული გვინდა, მათი მძიმე შრომით ნაშოვნი ფული გვინდა, მაგრამ მათი შეხედულებები, მათი გადაწყვეტილება და არჩევანი არ გვაინტერესებს.

რეალურად, ჩვენს ემიგრანტებს აქვთ ლეგიტიმური უფლება, გაიზარდოს მათი ხელმისაწვდომობა არჩევნებზე, ხოლო თქვენ ვალდებული ხართ ეს შეასრულოთ, გაზარდოთ ხელმისაწვდომობა არჩევნებზე, მაგრამ არ ასრულებთ, რადგან ზუსტად იცით, თუ ემიგრანტებს ექნებათ არჩევნებში მონაწილეობაზე გაზრდილი შესაძლებლობა, ეს გამოიწვევს თქვენი ძალაუფლების დაკარგვას. თუმცა, ერთ ფაქტორს არ ითვალისწინებთ, მათ აქვთ ძალიან დიდი რესურსი დაარწმუნონ აქ მცხოვრები თავიანთი ოჯახის წევრები რომ არსებული რეალობა შესაცვლელია. კიდევ უფრო მძიმე რეალობა რა არის იცით?! ჩვენი ქვეყნიდან იძლებით სამუშაოდ წასული ჩვენი მოქალაქეების უმძიმესი შრომით შექმნილი ეკონომიკით, რომ თქვენ ამაყობთ და მათი შეგროვებული და მნიშვნელოვანწილად მათი შექმნილი ბიუჯეტიდან კი პოლიტიკურ კორუფციას უწყობთ ხელს და აფინანსებთ, რაც იგივე ფულის მოპარვაა. ეს არის ჩვენი მწარე რეალობა და მე გირჩევთ, მოგიწოდებთ, შეასრულეთ თქვენი პასუხისმგებლობა და ამ ადამიანებს გაუზარდეთ ხელმისაწვდომობა არჩევნებზე“, – განაცხადა დაუშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა