ელენე ხოშტარია - პროკურატურის ე.წ. ბრალდება სწორედ ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ
წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე, მათ შორის დამატებით სამედიცინო გამოკვლევებზე უარს იტყვის, 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება
„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს ვლადიმერ სტეფანიანს პატიმრობა შეეფარდა
ანტიკორუფციულმა ბიურომ „გრანტების კანონის“ საფუძველზე ჟურნალ "ინდიგოს" მიმართ წარმოება დაიწყო - რედაქცია
ე.წ. "ვისკის საქმის" ერთ-ერთი ბრალდებული ბორის გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
მიხეილ სააკაშვილი - ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“
ვოლოდიმირ ზელენსკის დონალდ ტრამპთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III დაეხმარა

რომან გოცირიძე: რა არის მასობრივი ეკლესიიზაციის მიზანი?

09.01.2022 ნახვები: 1060

ღარიბი მღვდელებისა და მასობრივი ეკლესიიზაციის შესახებ საუბრობს პოლიტიკოსი, ეროვნული ბანკის ყოფილი ოპრეზიდენტი რომან გოცირიძე.

"ბოლო პერიოდში იმატა ინფორმაციამ სასულიერო პირების გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობის შესახებ. სასულიერო ელიტა(ბიუროკრატია) მდიდრდება, დანარჩენი სიღარიბეშია და კომუნალური გადასახადების გადახდაც კი უჭირთ.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ქონებრივი და ფინანსური მოწყობა შორს არაა გაცდენილი შუასაუკუნოებრივ მოდელს, ეს დიდი თემაა და ამაზე ცალკე საუბარია საჭირო. ახლა ამაზე არ შევჩერდები. მხოლოდ ერთ საკითხს მინდა შევეხო, რომელიც ბოლო დღეებში ზოგიერთი მღვდლის მხრიდან ასე ისმის: ვართ გაუსაძლის მდგომარეობაში, რატომ არავინ გვაქცევს ყურადღებას, რატომ უნდა შეგვინახოს მრევლმა, რომელსაც ისედაც უჭირს? აბა ვინ უნდა შეინახოს, ბიუჯეტმა? თუ ამ გამონათქვამში საპატრიარქო იგულისხმება, საიდანაც ცენტრალუზებული რესურსების გადანაწილება მართლაც უსამართლოდ და კორუფციულად ხდება, პრეტენზია სწორი შეიძლება იყოს, ნაგრამ ამ რესურსების წყარო ვინ უნდა იყოს, მრევლი თუ ბიუჯეტი? ამ შემთხვევაშიც პრობლემა იგივე რჩება.
სასულიერო პირების და ახალი ასლი-ეკლესიების სიმრავლე განიხილება ქვეყანაში სულიერი ცხოვრების განვითარების კრიტერიუმად. სინამდვილეში ეს საფუძველშივე მცდარი აზრია. რატომ შენდება ან ვინ აშენებს ღატაკ ქვეყანაში ამდენ ეკლესიას, ვინ ამრავლებს მოუმზადებელ სასულიერო პირებს, ვინ ზრდის ამით მათი შენახვის, დაცვის, გათბობის, განათების, ხელფასების თუ სხვა ხარჯებს? ააშენებს რომელიმე ბიზნესმენი ჩადენილი ცოდვების მოსანანიებლად ეკლესიას და მერე მიატოვებს შუა გზაზე, გადაულოცავს მის შენახვას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტს.
ერთი უბნის მაგალითი, სადაც მე ვცხოვრობდი: მეტრო დელისის მიდამოებში, ერთი კილომეტრის რადიუსში იყო ოციოდე წლის წინათ ერთი ეკლესია, ახლა არის შვიდი. ერთი პირდაპირ ეზოში ამიშენეს-ასათიანზე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ჩამოაჭრეს ტერიტორია და შიგ ეზოში ჩადგეს. რითი ახსნეს ეს? "პაციენტებისათვის სულიერი მხარდაჭერის მიზნით". იქ უკვე არც ფსიქიატრიული საავადმყოფოა და არც მისი პაციენტები-გაიყიდა ტერიტორია და ორი ცათამბჯენი აშენდა, ფსიქიატრიული კი ქავთარაძის ქუჩაზე გადავიდა, სადაც ეზოში ერთი ხეც კი არა დგას. ეს სულ სხვა საკითხია, მაგრამ სიტყვამ მოიტანა.
რა არის მასობრივი ეკლესიიზაციის მიზანი? ყველა მორწმუნემ ჩუსტებით შეირბინოს უბნის სალოცავში? რა მოსდის ამასობაში კულტურული მემკვიდრეობის ასეულობით ძეგლს? ნადგურდება. გინახავთ ბიზნესმენი, ძველი ნანგრევები რომ გაეწმინდოს? მათ უნდათ რომ ღმერთს ცინცხალი კოპიო-ეკლესია შესწირონ, ამით უფრო შეამჩნევს იგი და მრევლიც(ელექტორატიც).
საქართველოს ეკლესიაში დარღვეულია მოთხოვნა-მიწოდების ჯანსაღი კანონი, მოთხოვნა ნაკლებია, მიწოდება( მღვდლების რაოდენობა) ბევრი, ამიტომაც ხდება რესურსების დაქუცმაცება და ამიტომაც არის ღარიბი ყველა( გარდა ელიტისა). ეს უკვე საეკლესიო ბიუჯეტირების თემაა, რაც, როგორც თავიდანვე ვთქვი, ცალკე საკითხია".

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა