Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal
Border guards identify section where most attempts at illegal border crossings reported
Zelensky comments on UK detention of tanker from Russia’s shadow fleet
Zelensky agrees with Trump to discuss peace initiatives at G7 summit
Zelensky and Trump spoke by phone
ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ აშშ-სთან მიღწეული შეთანხმება "პარასკევიდან შევა ძალაში"

ანჯეი დუდა - თუ რუსეთი არ დამარცხდება, კვლავ განახორციელებს თავდასხმას

20.11.2023 ნახვები: 557

თუ რუსეთი არ დამარცხდება, ის კვლავ განახორციელებს თავდასხმას, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

„თუ რუსეთი არ დამარცხდება, ის კვლავ განახორციელებს თავდასხმას. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ დღეს უკრაინა არის ადგილი, სადაც ჩვენი უსაფრთხოების ბედი წყდება“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ფინელ კოლეგასთან, საული ნიინისტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

დუდას თქმით, პოლონეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„როგორც პოლონეთი, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. ჩვენი აზრით, ეს უნდა გაკეთდეს სრულ გამარჯვებამდე, ანუ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენამდე. უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები და ჩვენი აზრით, ეს არის ნატოში შესვლის გარანტია. ჩვენ ამ გზაზე ჩვენს მეზობელს მხარს ვუჭერთ“, - აღნიშნა ანჯეი დუდამ.

ანჯეი დუდამ იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთის მთავრობა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„იმედი მაქვს, რომ პოლონეთის მთავრობა, მიუხედავად პოლიტიკური ბანაკისა, გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც პოლონეთისა და ევროპული ინტერესების პოლიტიკას წარმოადგენს“, - დაამატა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა