მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ლევან ხაბეიშვილი - წინა სასამართლო სხდომაზე სააკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება, ცხადია, ნიკა მელიას ეხებოდა

ნახვები: 649 ლევან ხაბეიშვილი - წინა სასამართლო სხდომაზე სააკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება, ცხადია, ნიკა მელიას ეხებოდა

წინა სასამართლო სხდომაზე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება, ცხადია, ნიკა მელიას ეხებოდა - 23 ნოემბერს კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებითაც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

კითხვაზე, მიწვეული იქნება თუ არა 23 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, ხაბეიშვილმა თქვა, რომ „მოსაწვევი საჭირო არ იქნება, 23 ნოემბერი საქართველოს მოქალაქის გამარჯვების დღეა და ყველას შეუძლია მისვლა, ვისაც გაუხარდება“.

„წინა სასამართლო სხდომაზე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება, ცხადია, ნიკა მელიას ეხებოდა. მანიფესტი, რაზეც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, მისი ინიციატივაა. „ნაციონალური მოძრაობა“ ვუერთდებით და მივესალმებით ყველა იმ მანიფესტს, რომელიც მოწოდებული იქნება ერთობისკენ. ამიტომ, დაველოდოთ 23 ნოემბერს. მნიშვნელოვანი თარიღია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც იქნება“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კითხვას, ხომ არ მიიღებენ 23 ნოემბერს ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას, ხაბეიშვილი შემდეგნაირად პასუხობს: „მგონია, რომ 23 ნოემბერს სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი კონკრეტული ადამიანის ჭირ-ვარამი“.

„23 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, კოალიციურად ვაპირებთ ყველა გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, საზოგადოებას ეცოდინება გამარჯვების კოალიციის სტრატეგია. კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებითაც იქნება გადაწყვეტილებები“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა